17:02:11     30-09-2012
ბერა და ღარიბაშვილი უსუფაშვილს დასცინიან, ფულების გამო ცოლის შეურაცხყოფა გადაყლაპაო

დავით უსუფაშვილს ახალი ნათლია ჰყავს. ბერა ივანიშვილმა მას „ვინი პუხი“ დაარქვა. ცნობილი მულტფილმის პერსონაჟს მთავარი „რესპუბლიკელი“, ალბათ ადრეც აგონებდა ბერას.
ოლიგარქის ვაჟის თვალში, ბოლო დროს მაინც განსაკუთრებით „გავინიპუხდა“ უსუფაშვილი. ეს მას მერე, რაც ღარიბაშვილმა მისი მეუღლე თინიკო ისე საინტერესოდ აგინა, რომ თვით ბიძინა მოხიბლა.
„კარგი გინება სცოდნია!“ - აღმოხდა ბიძინას. ამ დროს მის უკავ დავით უსუფაშვილი იჯდა. თინიკო ხიდაშელის მეუღლეს ვაჟკაცობა არ ეყო, ოლიგარქისთვის ამ ფრაზის გამო პასუხი მოეთხოვა.
ფაქტობრივად, ოლიგარქს მოსწონებია თინიკოს გინება, ღარიბაშვილის მხრიდან. სხვათაშორის, ეს ბიძინას ერთ თვისებას უსვამს ხაზს. მისთვის ადამიანებს ფასი იმის მიხედვით აქვთ, რამდენად საჭირონი არიან მოცემულ მომენტში. რა თქმა უნდა, გული ეტკინებოდა ხიდაშელს. ერთმა აგინა, მეორემ მგინებელი შეაქო. არავის გახსენებია თინა და ეთიკა.
ღარიბაშვილის გინებაზე განსაკუთრებით ერთობა ბერა. იგი ღარიბაშვილთან ერთად ოხუნჯობს უსუფაშვილზე, რომელმაც ფულების ხათრით წყენა არ შეიმჩნია და ცოლის შეურაცხყოფა გადაყლაპა.
სწორედ ბერამ დაარქვა დავითს „ვინი პუხი“ და, როგორც გითხარით, მას მერე კიდევ უფრო „გავინიპუხდა“, რაც აუდიჩანაწერები გავრცელდა. ყველა აღშფოთდა იმის გამო, რომ თინა განსაკუთრებით უცენზუროდ მოიხსენია ირაკლი ღარიბაშვილმა, საკუთარი ქმრის გარდა.
0