გლინტვეინი გლინტვეინი />


  12:16:54     24-12-2010

გლინტვეინი

a2842.jpg

მოახლოვდა ახალი წელი და იმისათვის, რომ არ შემოიფარგლოთ მხოლოდ შამპანიურითა და ღვინით, სუფრა მრავალფეროვანი იყოს გთავაზობთ ერთდროულად სასიამოვნო და სასარგებლო სასმელის, გლინტვეინის რეცეპტს. იგი თქვენს სუფრას უფრო სადღესასწაულოსა და მხიარულს აქცევს.


 სწორედ ამიტომ გლინტვეინი გერმანიაში საშობაო სუფრაზე ისეთივე მნიშვნელოვანი და ტრადიციულია, როგორც ჩვენთან გოზინაყი და საცივი. გლინტვეინს თურმე ადრე ჰიპოკრატეს სასმელსაც ეძახდნენ, იგი სამკუნალოდაც შეუცვლელი გახლდათ. სამწუხაროდ არ მოიპოვება ინფორმაცია პირველად ვინ შექმნა ეს ცხელი სასმელი.

ამბობენ კარგმა გლინტვეინმა მარტო სხეული კი არა, გულიც უნდა გაგითბოსო. იმისთვის რომ გლინტვეინი მალე არ გაცივდეს და ამავდროულად დატკბეთ მისი ფერით, მას სპეციალურად მაღალ და გამჭვირვალე ჭიქებში ასხამენ.

გლინტვეინის მოსამზადებლად საჭიროა წითელი ღვინო, მიხაკი და დარიჩინი დანარჩენი კი უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

გლინტვეინი

წითელი ღვინო - 0,75 მლ
რომი - 1,5 ჭიქა
შავი წიწაკა - 4 მარცვალი
დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
მიხაკი - 3 ჯოხი
შაქარი - 1,5 ს/კ
ლიმონის ან ფორთოხლის ცედარ - 1 ცალის
წყალი - 2 ჭიქა
თაფლი - 1,5 ჭიქა

ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ დაფნის ფოთოლო, წიწაკის მარცვლები, მიხაკი შაქარი და ლიმონის ცედარა, ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში.

შემდეგ გადმოვიღოთ ოდნავ გავაციოთ გავხნათ მასში თაფლი და დავამატოთ ერთმანეთში არეული რომი და ღვინო. დავდგათ ცეცხლზე  ვურიოთ კარგად, მაგრამ არ დაგვავიწყდეს გლინტვეინი არ უნდა ადუღდეს. კიდევ ერთი აუცილებელი რამ, გლინტვეინის დალევა დიდი რაოდენობით არ შეიძლება.

0

ავტორი: