"თანახმა ვართ ხელებზე დავიდოთ ის ბორკილები, რომელიც 2003 წელს ავიხსენით"? "თანახმა ვართ ხელებზე დავიდოთ ის ბორკილები, რომელიც 2003 წელს ავიხსენით"? /> "/> " />


  20:11:50     28-09-2012

"თანახმა ვართ ხელებზე დავიდოთ ის ბორკილები, რომელიც 2003 წელს ავიხსენით"?

a21852.jpg

„ბილეთები უკან დააბრუნონ, საქართველოში მათ არავინ ელოდება“ - ეს საქართველოს პრეზიდენტმა მას მერე თქვა, როცა ხალხით გადაჭედილი „დინამოს“ სტადიონი დაინახა. პირველი მესიჯი ქურდებს, მეორე ქვეყნის გარე მტრებს, მესამე მოღალატეებს... და ყველაზე მთავარი, პრეზიდენტის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, „მისი უდიდებულესობა“ ქართველი ერი. 

„ჩვენ ვიქნებით გამარჯვებული ერი და არა ფარჩაკი და დამარცხებული ერი. ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ნგრევა, მაგრამ ჩვენ მემკვიდრეობით გადავცემთ გაძლიერებულ საქართველოს. ღმერთი იყოს საქართველო მფარველი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!", – ეს სააკაშვილის გამოსვლის ბოლო ფრაზებია. 

იქამდე პრეზიდენტმა ბევრ რამეზე გაამახვილა ყურადღება. „სამ დღეში საქართველო აკეთებს არჩევანს.. ჩვენი გადასაწყვეტია გვინდა გავაგრძელოთ წინსვლა, თუ გვინდა დავბრუნდეთ უკან.

თანახმა ვართ ხელებზე დავიდოთ ის ბორკილები, რომელიც 2003 წელს ავიხსენით? ეს არის დიდი არჩევანი და მე მჭირდება თქვენი დახმარება“, – გულწრფელად განაცხადა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, საქართველო შორს იყო ნატოსა და ევროკავშირისაგან. „ეს იყო ჩვენი წინაპრების ოცნება. ჩვენ ახლა ახლოს ვართ ამ ოცნებასთან. არის ახლა უკან დაბრუნების დრო?“ - კითხვა დასვა პრეზიდენტმა. მან ბერნარ კუშნერის ფრაზაც გაიხსენა, "საქართველო ეს არის ყველაზე ნათელი წერტილი დემოკრატიისა, პოსტსაბჭოთა სივრცეში".

„საქართველოს მეფეები წერდნენ წერილებს ევროპას და ევროპიდან პასუხი არ იყო. "ახლა ევროპა თავად წერს საქართველოს და სთხოვს - უკან არ დაბრუნდეს. „მოდით გამოვასწოროთ ის, რაც გამოსასწორებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავბრუნდეთ უკან“ - ეს იყო მთავარი მესიჯი ქართველი ერისადმი.  

მას არც პატიმრების თემისთვის აურიდებია თავი, პრეზიდენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იყო სულისშემძვრელი პრობლემა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან პასუხი არ იყო გაქცევა და დამალვა. „ჩვენი პასუხი იყო თვალის გასწორება და პრობლემის გამოსწორება.“

სანდრა რულოვსი

პატიმრების თემას თავის გამოსვლაში შეეხო საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. განსაკუთრებული ემოციები სწორედ სანდრას გამოსვლას მოჰყვა. პირველმა ლედიმ თავისი უშუალობით ისევ მონუსხა გადაჭედილი სტადიონი.

სანდრა რულოვსის გულწრფელ ფრაზას „ მეც მაწუხებს, რაც სტუდენტებს აწუხებთ. მაგრამ მე ვხედავ რომ არის მონდომება, სწრაფი რეაგირება“ - ეს სანდრა რულოვსმა მას შემდეგ განაცხადა, როცა 17 წლის წინანდელი საქართველო გაიხსენა.  

პირველი ლედი, რომელიც ცნობილია ჯანდაცვის სფეროში სიახლეების დანერგვის ხელშეწყობით, იმ დროს იხსენებდა, როცა საქართველოს საავადმყოფოებში განუკითხაობა იყო გამეფებული. პირველ ლედის ჯანდაცვასთან დაკავშირებით გრძელვადიანი პროექტები აქვს.

ვანო მერაბიშვილი

ხაზგასმულად კონკრეტული გამოსვლა ჰქონდა პრემიერ–მინისტრს. ვანო მერაბიშვილმა, ძირითადი მესიჯები გააჟღერა. „მე და ჩემი გუნდი, ვიძლევით გარანტიას, რომ საქართველოში კანონიერი ქურდები არასდროს დაბრუნდებიან.

ჩვენ, ვისი მიზანიც არის საქართველო გახდეს ძლიერი, გაძლევთ გარანტიას საქართველოს თითოეული მოქალაქე გახდეს მდიდარი. მე გაძლევთ გარანტიას, სამ წელიწადში წელში გავტეხთ ისეთ ჭირს, როგორიცაა უმუშევრობა. მე გაძლევთ გარანტიას, ყველას ჰქონდეს ხარისხიანი ჯანდაცვა“ - აღნიშნა მერაბიშვილმა. 

ძლიერი სოფელი, ყველა სოფელში გაზი, წყალი და ელექტროენერგია, მთელ საქართველოში უფასო ინტერნეტი - ეს გახლდათ შემდგომი მესიჯები, რომელიც პრემიერ–მინისტრმა გააჟღერა.

ბოლოს იგი ქსენოფობებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ, საქართველო ჩამოიშორებს იმ ძალებს, რომლებიც საქართველოს ყოფენ მდიდრებად და ღარიბებად, სომხებად და აზერბაიჯანელებად. ამის შემდე, ტრიბუნაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავიდა.

დავით ბაქრაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ძლიერ ქვეყანას ძლიერი ოჯახი წარმოშობს. აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ეროვნულ სტადიონზე მიმდინარე პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ბაქრაძე 1-ელ ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სწორედ სამ დღეში გადაწყდება საით წავა ქვეყანა.

„სამ დღეში გადაწყდება, თუ საით წავა ჩვენი ქვეყანა, 1-ელ ოქტომბერს თქვენ ქვეყნისთვის სასიკეთო არჩევანი უნდა გააკეთოთ. ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა გამოვასწოროთ ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ძალიან ბევრი გაჭირვებულია, ხდება უფლებების დარღვევა, ჩვენი ვალი კი არის აღმოვფხვრათ ეს ყველაფერი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი იყოს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, თითოეული ადამიანის მხარდაჭერა ვალად დაედება მმართველ გუნდს, რომელიც 24 საათიანი მუშაობით უნდა გადაუხადოს ხალხს.

„ეს ვალი 24 საათიანი შრომოთ და მეტი სარგებლის მოტანით უნდა გადაგიხადოთ. ყოველდღე თითოეულ თქვენთაგანს ერთით ნაკლები პრობლემა უნდა ჰქონდეს. ძლიერი ქვეყნისთვის კი ძლიერი ოჯახებია საჭირო. 

ამისთვის ჩვენ მთავარი პრობლემა - უმუშევრობა უნდა აღმოვფხვრათ, როგორც ბოლო მოვუღეთ კრიმინალს“,- განმარტა ბაქრაძემ და აქვე დასძინა, რომ ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უმუშევრობასთან ერთად კომუნალური გადასახადები რჩება.

გიგი უგულავა

თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობისთვის აქტუალურია საკითხი, როგორ მოვუტანოთ სარგებელი ხალხს. „გინდათ დასაქმებული საქართველო? მაშინ ხმა მიეცით ნაციონალური მოძრაობის დასაქმების პროგრამას“, - ასე მოუწოდა ქალაქის მერმა შეკრებილ საზოგადოებას და არა მარტო მათ.

გიგი უგულავამ 90–იანი წლების საქართველო გაიხსენა, როცა მთავრობას ადამიანების ჯანმრთელობ არ ადარდებდა. „თაობები დაბერდა ისე, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაზე ხელი არ მიუწვდებოდა“ - აღნიშნა უგულავამ.  

„ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა“, რომელიც მმართველ პარტიას აქვს შემუშავებული, ახალი საავადმყოფოები, დაზღვევა, ამ თემებზე გაამახვილა მერმა ყურადღება. ბოლოს იგი ციხის სკანდალსაც სეეხო.

„ძალადობის ფაქტებმა ჩვენი ქვეყნის წარსული გამახსენა, როცა ეს ხდებოდა ყველა ქუჩაში, სადარბაზოში. სისწრაფეში რაღაც გამოგვრჩა. ეს ჩვენი სირცხვილი, გნებავთ სისტემური მარცხი უნდა ვაქციოთ შემობრუნებად, კათარზისად“ -დასძინა გიგი უგულავამ. 

0

ავტორი: