პროკურატურამ პატიმართა წამების ფაქტზე კიდევ 4 საჯარო მოხელე დააკავა… პროკურატურამ პატიმართა წამების ფაქტზე კიდევ 4 საჯარო მოხელე დააკავა… />


  12:20:45     27-09-2012

პროკურატურამ პატიმართა წამების ფაქტზე კიდევ 4 საჯარო მოხელე დააკავა…

a21801.jpg

პატიმართა მიმართ განხორციელებული ძალადობის, გაუპატიურებისა და წამების ფაქტზე პოლიციამ კიდევ 4 პიროვნება დააკავა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღნიშნულ თემაზე გამართული ბრიფინგი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს გამთენიისას დაკავებული არიან პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული 4 პირი. ესენი არიან: ქუთაისის მე-16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია და ამავე საპყრობილეში მორიგე ინსპექტორები -  ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე. აღნიშნული პირები დანაშაულს ქუთაისის მე-16 საპყრობილის ტერიტორიაზე ჩადიოდნენ", - განაცხადა დეტექტივმა შოთა ტყეშელაშვილმა.

ოთხივე მათგანს ბრალად პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, წამება და გაუპატიურება ედება.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ამ ეტაპზე სულ 16 ადამიანია დაკავებული, ვლადიმერ ბედუკაძე კი ძებნაშია. მას ინტერპოლი ეძებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც ერთ-ერთი ჯგუფის წევრი იყო, ფირზე აღბეჭდავდა პატიმართა წამებას, რომელიც ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ჩადენილი. სოლიდური თანხის სანაცვლოდ კი „მესამე“ პირებს აძლევდა პატიმართა არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას. მესამე პირთათვის ჩანაწერების მიწოდებას ორგანიზებას უწევდნენ თამაზ თამაზაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი.

0

ავტორი: