გიგა ბოკერია სამართალდამცავებსა და პოლიტიკურ ლიდერებს რეკომენდაციებს აძლევს გიგა ბოკერია სამართალდამცავებსა და პოლიტიკურ ლიდერებს რეკომენდაციებს აძლევს />


  10:35:14     27-09-2012

გიგა ბოკერია სამართალდამცავებსა და პოლიტიკურ ლიდერებს რეკომენდაციებს აძლევს

a21798.jpg

1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღე რჩება, განსხვავებული პოლიტიკური ხედვების გამო კი, პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს შორის მუქარებმა იმატა, რის გამოც უწყებათშორისი კომისიის ხელმძღვანელი, გიგა ბოკერია ოპონენტებსა და სამართალდამცავებს რეკომენდაციებით მიმართავს.

წინასაარჩევნო კამპანიასა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, საგანგებო განცხადება გააკეთა.

ბოკერიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ერთმანეთის მისამართით გზავნილები საკმაოდ მკაცრი და აგრესიულია, ასევე ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, ეს ძალიან მშვიდობიანი კამპანიაა.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სამართალდამცავ ორგანოებს დასჯის მსუბუქი ზომების გამოყენების რეკომენდაციას აძლევს.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიისთვის. ბოლო დღეების განმავლობაში,   ძალადობრივი ინციდენტების ზრდის შემაშფოთებელი ტენდენცია შეინიშნება. ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 30 ადამიანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ასევე  არიან დაჯარიმებულებიც. მინდა მოვუწოდო სამართალდამცავებს, მნიშვნელოვანია ამ ძალადობის გავრცელება არ მოხდეს, მაგრამ სადაც შესაძლებელია  დასჯის მსუბუქი ფორმები  იყოს გამოყენებული, მაგალითად ჯარიმა.  ეს არის უწყებათაშორისი კომისიის მკაფიო რეკომენდაცია სამართალდამცავებისადმი”, - განაცხადა ბოკერიამ.

აღსანიშნავია, რომ ბოკერია სამართალდამცავების პარალელურად  პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს -  თავის აქტივისტებსა და მომხრეებს მკაფიო გზავნილი მისცენ.

“პოლიტიკური მრწამსისა და ოპონენტების მიმართ ნეგატიური შეხედულებების მიუხედავად, კატეგორიულად დაუშვებელია ძალადობა და მისი წახალისება. მშვიდობის შენარჩუნებასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ ძირითად პოლიტიკურ პარტიებსაც აქვთ საკუთარი წილი სერიოზული პასუხისმგებლობა – რა ტიპის გადაწყვეტილებების წახალისებას მოახდენენ მომხრეებში. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც საუბარია ერთის მხრივ, სიმშვიდეზე და იქვე აღინიშნება, რომ შეიძლება მათთვის მიუღებელი ხალხი ლინჩის წესით იყოს გასამართლებული და მათი დაცვა ვერ მოხერხდეს. ასევე მიუღებელია საუბარი იმაზეც, რომ პარტიების მომხრეები პასუხს აგებენ სამართლებრივად ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერისთვის”, - აცხადებს ბოკერია.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოსაზრებით, მომხრეების მისამართით ამგვარმა მოწოდებებმა შესაძლოა ვითარება გაართულოს.

“სიტუაციის დრამატიზაცია არ მინდა და ჯამში საარჩევნო გარემოც მშვიდობიანია, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ხელისუფლებისა და ყველა პარტიის მხრიდან სწრაფად რეაგირება მოხდეს”, - dasZina ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური სუბიექტების აქტივისტებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი ადმინისტრაციული წესით საპროტესტო გამოსვლების დროს დაფიქისრებული დარღვევების ან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

0

ავტორი: