12:33:23     26-09-2012
ლუკა კურტანიძე: მე გაფრთხილებ. შენ გინდა აქ ცხოვრება? (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლუკა კურტანიძე ადგილობრივ თენგიზ სამხარაძეს უხსნის, როგორ გადაირჩინოს თავი.
კურტანიძის აზრით, თავის გადარჩენა ადამიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არ იქნებიან.
კურტანიძე პირად მტრად აცხადებს ყველას, ვინც მმართველ პარტიას უჭერს მხარს.
„ვინც სააკაშვილის ქადაგებას დაიწყებს, ჩემი პირადი მტერია. მე გაფრთხილებ. შენ გინდა აქ ცხოვრება? არ გადაყვე ამათ. ხალხში ნუ დადიხარ და აგიტაციას ნუ ეწევი. მე არ გაშინებ, გეუბნები. კადრები რაც ნახე, ამის შემდეგ სააკაშვილზე, ამ ვირთხაზე დაიწყებ საუბარს? მაშინ მერე შენ თავს მიხედე“, - ამბობს კურტანიძე ვიდეო ჩანაწერში.
კურტანიძე მოუწოდეს ადგილობრივ თენგიზ სამხარაძეს, რომ დაწეროს განცხადება და წავიდეს სამსახურიდან. კურტანიძე ფარულ ჩანაწერებში ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებსაც აკეთებს.
0