14:50:07     25-09-2012
უკრაინიდან ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს აძევებენ: „რეზოს“ და „კუცუს“ქვეყანა უკვე დაატოვებინეს
![a21756.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a21756.jpg)
ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად „რეზო“, უკრაინიდან გააძეევს. ქვეყნის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ აღმოაჩინა, რომ ის წლების მანძილზე არალეგალურად, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული მოქალაქეობით ცხოვრობდა კიევში.
„რეზო“ ე.წ. კანონიერი ქურდი 90-იან წლებში გახდა. ბორისპოლის სასამართლომ მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დიდი რაოდენობით ქონების დანაშაულებრივი გზით დაუფლებისა და სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების მუხლით გაასამართლეს.
ცნობილია, რომ კოლონიაში, სადაც „რეზო“ სასჯელს იხდიდა, ის ე.წ. მაყურებელი იყო და იმავდროულად, გარკვეული გავლენა ჰქონდა დაწესებულებაში არსებულ კრიმინალურ სიტუაციაზე. ამასთანავე, ის კოლონიიდანაც უწევდა კოორდინირებას რამდენიმე ბანდიტურ დაჯგუფებას, რომლებიც ბინებისა და ავტომანქანების ძარცვას ეწეოდნენ.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად „რეზოს“ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააძევეს. ცოტა ხნის წინ უკრაინამ კიდევ ერთი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გააძევა ქვეყნიდან. ეს იყო ე.წ. კანონიერი ქურდი „კუცუ“, რომელიც დონეცკში ცხოვრობდა. ის კრიმინალურ წრეებში ავტორიტეტით სარგებლობდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქარდულ შეკრებებში, ასევე აკონტროლებდა გარკვეულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს.
მანაც, ყალბი დოკუმენტების წყალობით, უკრაინის მოქალაქეობა 2007 წელს მიიღო. „კუცუ“, რომელიც ქალაქ რუსთავის მკვიდრი იყო, საქართველოში მძიმე დანაშაულებისათვის სამჯერაა ნასამართლევი. ის ე.წ. კანონიერ ქურდად 2004 წელს შერაცხეს.
40 წლის „კუცუ“ გავლენას ახდენდა უკრაინის კრიმინოგენურ სიტუაციაზე.
ჩატარებული მოვლევის შედეგად, ის, მიმდინარე წლის აგვისტოში, „რეზოს“ მსგავსად, უკრაინიდან გააძევეს.