სკოტ ფიცჯერალდის დაბადების დღისადმი სკოტ ფიცჯერალდის დაბადების დღისადმი />


  18:53:20     24-09-2012

სკოტ ფიცჯერალდის დაბადების დღისადმი

a21732.jpg

1896 წლის 24 სექტემბერს მინესოტაში, ქალაქ სენტ-პოლში, დაიბადა დიდი ამერიკელი მწერალი ფრენსის სკოტ კეი ფიცჯერალდი (Francis Scott Key Fitzgerald). იგი გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი მწერალთა „დაკარგული თაობისა“, როგორც გერტრუდა სტაინმა უწოდა. გახლდათ ავტორი, მისი სიტყვებით „ჯაზის ეპოქის“, „ჯაზის საუკუნის“ ნაწარმოებთა („ჯაზის ეპოქა“ - პირველი მსოფლიო ომიდან დიდ დეპრესიამდე). 

მომავალი მწერალი ქვეყანას მოევლინა წარმოშობით ირლანდიელ კათოლიკეთა ოჯახში. მის დაბადებამდე ოჯახს ორი შვილი გარდაეცვალა. მას სახელი უწოდეს მისი დიდი პაპის ბიძაშვილის, ცნობილი ფრენსის სკოტ კის საპატივცემულოდ, რომელიც ამერიკის ჰიმნის, „ვარსკვლავებით მოჭედილი დროშის“ ავტორი ყოფილა, უფრო სწორად ტექსტის, რომელიც დაიწერა 1814 წელს, რომელსაც მერე მუსიკა მიუსადაგეს და მღეროდნენ. 1931 წელს კონგრესმა სიმღერა, „ვარსკვლავებიანი დროშა“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო ჰიმნად გამოაცხადა. 

მომავალი მწერლის პაპა დედის - მოლის მხრიდან, ფილიპე მაკკუილანი ირლანდიიდან ამერიკაში ჩავიდა და მალე გამდიდრდა. 

მამა მომავალი მწერლისა, ედუარდ ფიცჯერალდი ირლენდიური არისტოკრატიული გვარის შვილი იყო, თუმცა არც თუ მდიდარი. მაკკუილანებს დიდად არ უხაროდათ მათი შვილის დაქორწინება ღარიბ ფიცჯერალდზე, თუმცა მატერიალურად ეხმარებოდნენ. შვილიშვილს მისცეს საშუალება კარგი განათლება მიეღო. 1908-1910 წლებში სწავლობდა სენტ-პოლის აკადემიაში, 1911-1913 წლებში ნიუმან სქულში (Newman School), ხოლო 1913-1917 წლებში პრინსტონის უნივერსიტეტში. გატაცებული იყო სპორტით. წერდა უნივერსიტეტის თეატრისათვის, წერდა მოთხრობებსაც. ისე, პირველი ნაწარმოები, დეტექტიური მოთხრობა 12 წლისამ გამოაქვეყნა სკოლის გაზეთში. 1917 წელს, გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე, უნივერსიტეტს თავი მიანება და ამერიკის არმიაში ჩაეწერა, პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის მისაღებად. მსახურობდა ქვეითთა ბრიგადის გენერლის ადიუტანტად. 

1919 წელს არმიიდან წამოვიდა. იმავე წელს გაიცნო ალაბამას შტატის მოსამართლის ქალიშვილი, ზელდა სეირი. ზელდას ოჯახმა არ მისცა ნება გაჰყოლოდა ღარიბ უმუშევარს. ფიცჯერალდი გაემგზავრა ნიუ-ორკში. მოეწყო სარეკლამო სააგენტოში, წერდა ლექსებს, მოთხრობებსა და პიესებს და აგზავნიდა გამომცემლობებში, თუმცა უშედეგოდ...ძალიან ნერვიულობდა, სმაც დაიწყო, მერე მშობლებთან დაბრუნდა... 

1920 წლის 26 მარტს კი მისი პირველი რომანი, „სამოთხის აქეთა მხარეს“ გამოვიდა, რომელმაც უმალ სახელი გაუთქვა. რომანს უწოდეს „თაობის მანიფესტი“. მას არ უყვარდა გაზულუქებული მდიდრები და მათი შვილები... 

3 აპრილს იქორწინეს შეყვარებულებმა. 

მათი ცხოვრება საინტერესოდ მიდიოდა, ხშირად სკანდალებიც ჰქონდათ. მწერალი კარგ შემოსავალს იღებდა. 1925 წლიდან ზელდას ფსიქოლოგიური პრობემები დაეწყო... მერე სულიერად დაავადდა. ფიცჯერალდმა სმა დაიწყო. 

სამწერლო საქმიანობაშიც პრობლემები შეექმნა, შემოსავალი შეუმცირდა. 

1937 წლიდან ჰოლივუდისთვისაც წერდა. წერდა ავტობიოგრაფიულ მოთხრობებსაც. 

დიდი მწერალი გარდაიცვალა 1940 წლის 21 დეკემბერს, ჰოლივუდში. 

ფიცჯერალდი ყოველთვის ცდილობდა არ დაეშვა მის ქალიშვილს ისეთივე შეცდომები, მან და მისმა მეუღლემ რომ დაუშვეს. გთავაზობთ ერთ წერილს დიდი მწერლისა ქალიშვილისადმი: 

„საყვარელო სკოტი, ჩვენ ერთმანეთს ვწერთ და დასმულ შეკითხვებზე კი არ ვპასუხობთ. აბა, ახლა მე ვუპასუხებ შენ შეკითხვას: შენ გაინტერესებს რა უფრო ძნელია - ხელოვნებაში შექმნა ახლი ფორმა თუ ძველი გააუმჯობესო. 

საუკეთოსოა ის პასუხი, რაც გასცა პიკასომ, როცა იგივე შეკითხვა მას ამერიკელმა მწერალმა გერტრუდა სტაინმა დაუსვა: მან მწარედ თქვა: ‘’შენ რაღაცას ქმნი, მერე კი მოდის სხვა და შენს შექმნილს გადააუთოვებს’’ 

 ...ახლა შენი ჟურნალის თაობაზე. შენგან კიდევ ბევრჯერ აიღებენ ინტერვიუს და კიდევ ერთხელ გთხოვ, გაზეთის მუშაკებთან ნუ ილაპარაკებ ჩემზე და დედაშენზე. ერთხელ კინაღამ გადამრიე რომ გამომიცხადე თქვენი ბიოგრაფიები უნდა დავწეროო. მე ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტე არაფერი დამეწერა ჩემს მშობლებზე, სანამ ოცი წელი მაინც არ გავა მათი გარდაცვალებიდან და რადგან მე მხოლოდ 43 წლისა ვარ და ალბათ ჩემი სათქმელი მთლიანად არ მითქვამს, შენი გადაწყვეტილება ნაადრევად გამოიყურება. საკმაოდ მოზრდილი ხარ, რომ მიხვდე, რა უგნურებაა ჩვენი ოჯახის ამბების გამომზიურება. მაგრამ მაინც გაფრთხილდი, ისინი ეცდებიან ნებისმიერი ხერხებით გამოგტყუონ რაიმე. 

გეხვევი შლეგი ფიცი (წარსულში - სანფრანცისკოს რისხვა) 

ენსინო კალიფორნია, 1940 წლის მაისი“

0

ავტორი: