"ქართველ დიზაინერებს ჩემი კონკურენციის შეეშინდათ" "ქართველ დიზაინერებს ჩემი კონკურენციის შეეშინდათ" /> "/> " />


  14:55:29     23-12-2010

"ქართველ დიზაინერებს ჩემი კონკურენციის შეეშინდათ"

a2825.jpg

რა ხდება დღეს ქართული მოდის სფეროში? იმართება მოდის კვირეულები, ზოგი საზღვარგარეთ გამართული ჩვენებებით იწონებს თავს, ზოგიც ჭრელაჭრულა ბალიშებით, მაგრამ ყველაზე მთავარი ავიწყდებათ. იმისთვის, რომ გერქვას დიზაინერი, საკმარისი არ არის მხოლოდ ნემსის ჭერა იცოდე ან გაიკეთო ისეთი პიარი, რომ მთელი თბილისის მხოლოდ შენზე ლაპარაკობდეს.

სახელდახელოდ დაკემსილი კაბების მოდის კვირეულზე წარდგენაც მიღწევად მიაჩნიათ. სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოსო ნათქვამია.


ირმა ხერგიანი საქართველოში დამწყებ დიზაინერად ითვლება, მაგრამ ინტერვიუდან თავადვე განსაჯეთ შეესაბამება თუ არა მას დამწყების სტატუსი, ბევრი ქართველი დიზაინერი ვერ დაიკვეხნის იმდენი დიპლომითა და სამადლობელო სერთიფიკატით, რაც ირმას მინიჭებული აქვს.

- რამდენი ხანია ამ სფეროში მუშაობ და რატომ არ იცნობს ქართველი საზოგადოება ირმა ხერგიანს როგორც დიზაინერს?

- სულ ცოტა ხანია რაც ჩამოვედი მოსკოვიდან, სადაც დავამთავრე  ,,МОСКОВСКИЙ  ГОСУДАРСТВЕННЫЙ  ТЕКСТИЛЬНЫЙ  УНИВЕРСИТЕТ  ИМЕНИ  А.Н. КОСЫГИНА “    პროფესიით ვარ მხატვარ_დიზაინერი.

მოსკოვში ვმუშაობდი ისეთ ცნობილ დიზაინერებთან როგორებიც არიან: იუდაშკინი და ჩიპოლინი. ამის მიუხედავად გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი საქართველოში. მინდოდა ქართული მოდის სფეროში ჩემი წვლილი შემეტანა და დავმკვიდრებულიყავი, როგორც ქართველი დიზაინერი.

დღესდღეობით მაქვს სალონი, მყავს საკუთარი კლიენტები. ჩემი ნახატების პერსონალური გამოფენაც გაიმართა გალერეა უნივერსში. უახლოეს მომავალში ვგეგმავ აქსესუარების, ფეხსაცმლის და ჩანთების ხაზის გაკეთებას. ვაპირებ ჩვენების მოწყობასაც. სხვათა შორის მინდა ავღნიშნო ერთი ფაქტი: როცა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე და განვაცხადე ეს მოსკოვში ჩემს კოლეგებთან თუ ლექტორებთან, ამას ყველა სკეპტიკურად შეხვდა და მითხრეს ასეთი რამ: _ შენ, შენი ნიჭი საქართველოში დაგღუპავსო. რაზეც ძალიან გავბრაზდი და ვერ მივხვდი, რატომ მეუბნებოდნენ ამას. სამწუხაროდ მალევე დავრწმუნდი მათი სიტყვების სისწორეში. ჩამოსვლისთანავე მივედი ქართველ ცნობილ დიზაინერებთან და მათ თანამშრომლობა შევთავაზე, ვაჩვენე ჩემი დიპლომები, ნახატები, ესკიზები, მაგრამ რატომღაც უარით გამომისტუმრეს. ბოლოს მივედი ერთ დასკვნამდე _ მათ კონკურენციის შეეშინდათ!

- დიპლომები ახსენე...

- მე შემთხვევით არ მითქვამს ეს სიტყვა მრავლობით რიცხვში, რადგან მიღებული მაქვს ბევრი დიპლომი. სწავლის პერიოდშიც, ყოველი წლის ბოლოს კურსდამთავრებულები ვმართავდით ჩვენებებს. ერთ-ერთი იყო ,, ШАГ В БУДУШЕЕ” და კიდევ ერთი ჩემთვის ყველაზე მთავარი, ეს არის იუნესკოს სერთიფიკატი, მომანიჭეს წოდება ,,МАГИСТРА   ИСКУССТВОВЕДЕНИЯ” , რომელიც უფლებას მაძლევს ვიმუშავო ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც ჩამოყალიბებულმა დიზაინერმა. ასევე კრემლში გამართულ ჩვენებებზე რუსული მოდის კრიტიკოსებმა მომცეს უმაღლესი შეფასება და დამაჯილდოვეს კიდევაც.

- საქართველო - რუსეთს შორის დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე, არ გაგიჭირდა ქართველს, მოსკოვში თუნდაც სწავლა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ შენს მიმართ?

- სამწუხაროდ, ქართველების მიმართ ძალიან აგრესიულები იყვნენ, მაგრამ სიმრთლე გითხრათ, ჩემს შემთხვევაში აგრესიას არ ავლენდნენ. ალბათ, ეს განაპირობა ერთმა ფაქტმა: თბილისში აკადამიის პირველი კურსის დახურვეის შემდეგ, წავედი მოსკოვში სასწავლებლად, მათ მომცეს სამი თვე გამოსაცდელი ვადა. ეს სამი თვე იმდენად წარმატებით ჩავამთვარე, რომ პირდაპირ მეორე კურსზე დამსვევს და ეს იყო იმ უნივერსიტეტში ერთადერთი შემთხვევა, როცა სტუდენტს პირდაპირ მეორე კურსზე სვამდნენ, თანაც უცხოელს და მითუმეტეს ქართველს. ერთ შემთხვევასაც გავიხსენებ, მინდა გითხრათ, რომ მაქვს ჩემი ხატვის სტილი, რომელსაც არ გადავუხვევ. ამის გამო შემექმნა პრობლემები, ლექტორებთან ისინი მთხოვდნენ იმ სტილით ხატვას, რასაც თვითონ ასწავლიდნენ, მე კი ამაზე ხმამაღლა და კატეგორიულად უარი განვაცხადე. პირდაპირ ვუთხარი: მე არ მომწონს ის, რასაც თქვენ ხატავთ. ამან ძალიან გააოგნა რუსები. ეს იყო ერთგავრი გამოწვევა მათთვის.

 დამთანხმდნენ მეხატა ისე, როგორც მე ჩემს წარმოსახვაში ხორცს ვასხამდი მათ ახსნილს, თან დასძინეს: ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ძალიან ნიჭიერები ხართ, აბა ვნახოთ როგორ გაამართლებ ამ ნიჭსო; როგორც ხედავთ გავამართლე კიდევაც, წარჩინებით დავამთავრე უნივერსიტეტი.

- დღეს საქართველოში მოდა ძალიან პოპულარულია, ბევრი იბრალებს დიზაინერობას...

- სამწუხაროდ ქართველების ამბიციებს საზღვარი არ აქვს, სიმართლე გითხრა მე ვერ და არ გამოვარჩევ რომელია სრულყოფილი და ,,ვითომ” დიზაინერი. დარწმუნებული ვარ, არც არავინ იტყვის ვინმეზე ხმამაღლა ცუდს, რადგან ყველა ერთ სფეროში ვმუშაობთ და არ იქნება ეს ეთიკურად გამართლებული.

მქონია ისეთი შემთხვევებიც, როცა ჩემთან მოუტანიათ კაბა რომელიღაც ქართველი ცნობილი დიზაინერის, შეგნებულად არ დავასახელებ მათ სახელებს, და უთხოვიათ გადაკეთება, რადგან ეს არ იყო ის, რაც კლიენტს სურდა. რატომღაც ყველა დიზაინერი ცდილობს კლიენტს მიაწოდოს არა ის, რაც დამკვეთს უნდა, არამედ ის, რაც თავად სურს და უადვილდება. საბოლოოდ კი იმედგაცრუებული კლიენტი სხვასთან ცდილობს გადააკეთოს, მოირგოს, ხარისი გააუმჯობესოს იმ სამოსის რაშიც მან ასე ვთქვათ ფული გადაყარა.

0

ავტორი: