12:07:27     22-09-2012
სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის მომხრეთა რიცხვი იზრდება

უცხოური მასმედიის ცნობით, დასავლეთში იზრდება სამართლიანი მოთხოვნები სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადონ, რადგანაც ეს მიწა რუსი ოკუპანტების მიერ ჩერქეზების სისხლითაა მორწყული.
დასავლეთში ბოიკოტის მომხრეები მიუთითებენ შემდეგ მნიშვნელოვან მომენტებზე:
1. 2014 წლის ოლიმპიადისთვის მზადებას თან სდევს რუსეთში კორუფცია, კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე ბუნებრივი ნაკრძალებისადმი ზიანის მიყენება და მისი ბოროტად გამოყენება.
2. სოჭი რუსების მიერ ჩერქეზებისადმი გენოციდის მოწყობის ადგილია.
3. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი სპეციალურად აირჩია, რადგანაც იქ ოლიმპიადის საწინააღმედეგო დემოკრატიული საპროტესტო აქციების მოწყობის შანსი ძალზე ცოტაა. კოლორადოში, მაგალითად, 1972 წელს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რეფერენდუმი ჩაატარეს და ოლიმპიადის დენვერში ჩატარებაზე უარი თქვეს. რუსეთში კი უარის თქმას არავინ აპირებს.
4. ოლიმპიადა იყო და დარჩება არალეგიტიმური პუტინის ქმნილებად და ამის გამო 2012 წლის 12 სექტემბერს ვაშინგტონში განიხილეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევროპული, რუსული და ევრაზიული ინსტიტუტის დირექტორის, რობერტ ორტტუნგის მოხსენება „პუტინის რეჟიმი და ოლიმპიადა სოჭში: ახდება თუ არა ბნელი წინასწარმეტყველებანი?“, რომელშიც მკვეთრად იყო გაკრიტიკებული სოჭის მომავალი პუტინური ოლიმპიადა.
ცნობისათვის, პროფესორი ორტტუნგი ციურიხის იმ უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრის წევრია, რომელმაც 2011 წელს გამოსცა ვალერი ჯუცევის საფუძვლიანი მოხსენება რეკომენდაციითურთ არ მიიღონ მონაწილეობა რუსულ ოლიმპიადაში.
ჯუცევის მოხსენებაში, რომლის სათაურია „ოლიმპიური თამაშები სოჭში. გამოწვევები ინფრასტრუტურასა და უსაფრთხოებაში“, ნათქვამია:
საკურორტო ქალაქ სოჭში ზამთრის ოლიმპიადა თავის მხრივ ერთადერთი ტვირთია, რომელიც რუსეთმა საკუთარი სურვილით აიკიდა. ოლიმპიადისთვის მსხვილმასშტაბიანმა მოსამზადებელმა სამუშაოებმა გამოავლინეს ამ სახელმწიფოს უუნარობა ეფექტურად უხელმძღვანელოს ფართომასშტაბიან სამშენებლო და სტრუქტურულ პროექტებს.
სოჭის ოლიმპიადის სიახლოვე ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული საომარი აქტიურობის რაიონებთან სტუმრების უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს იწვევს, რომელთა იგნორირება შეუძლებელია.
ამას გარდა, ოლიმპიურმა თამაშებმა გამოამზეურეს რუსეთის „კარადაში ჩონჩხები“ – ჩერქეზების, ხალხის, რომელიც თავის დროზე სოჭის მიწებზე ცხოვრობდა, მაგრამ მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ნაწილობრავად იქნა ამოხოცილი და გაძევებული, გენოციდის საკითხი“.
0