ივანიშვილი პატიმართა წამების კადრებს ნაცვლიშვილის რჩევით ინახავდა ივანიშვილი პატიმართა წამების კადრებს ნაცვლიშვილის რჩევით ინახავდა />


  12:06:01     21-09-2012

ივანიშვილი პატიმართა წამების კადრებს ნაცვლიშვილის რჩევით ინახავდა

a21680.jpg

საზოგადოება, პატიმართა წამებას ერთხმად გმობს. ამავე დროს, ამორალურს უწოდებს „ქართული ოცნების“ მიერ პატიმართა წამების ამსახველი კადრების „საჭირო დროს გავრცელებასა“ და პატიმართა ოჯახის წევრებით, ნაწამები პატიმრებით სპეკულირების ფაქტებსაც. 

რატომ არ გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა პატიმართა წამების ამსახველი ვიდეორგოლი ჯერ კიდევ 6 თვის წინ, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბადრაგმა, საქართველოდან გაქცეულმა ვლადიმერ ბედუკაძემ მის წარმომადგენლებს სკანდალური კადრები სარფიანად მიყიდა?

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, „მეოცნებე“ კრიმინალის, თამაზ თამაზაშვილის ორგანიზებით, ბედუკაძემ პატიმართა წამება ფირზე ასახა, მოგვიანებით კი, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგზავნილ „სანდო კაცებს“ გადასცა, 2 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.

სკანდალური ვიდეო, უშიშროების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, „მასკვისადმი’ ნოსტალგიით განწყობილმა ლაშა ნაცვლიშვილმა ბატონ ოლიგარქს პირადად აჩვენა, 2012 წლის მაისში.

თუმცა, ერთობლივი თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ პატიმართა წამების ამსახველი კადრები „ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გაევრცელებინა.

უშიშროების გენერალ ნაცვლიშვილის სქემით, კადრებს საზღვარგარეთ, ვახტანგ კომახიძეს ან გიორგი ფოფხაძეს მისცემდნენ და 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს, მათი დახმარებით გაავრცელებდნენ.

სავარაუდოდ, ნაცვლიშვილმა იზრუნა მოსყიდული ბადრაგის, ვლადიმერ ბედუკიძის საქართველოდან გასვლასა და მის საზღვარგარეთ დაფინანსებაზეც. უნდა გაეყვანათ ბედუკაძის ოჯახიც, თუმცა, როცა „საჭირო გახდა“, ფოფხაძემაც და ნაცვლიშვილმაც ბედუკაძის ინტერესები „ქართულ ოცნებაზე“ დაიკიდეს.

„პრესა.ჯი“ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველს, უშიშროებისა და კადრების „საჭირო დროს გავრცელების“ საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილს დაუკავშირდა.

„პრესა.ჯი“: ბატონო ლაშა „პრესა.ჯი“-ს ჟურნალისტი ვარ და რამდენიმე შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება... ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ?

ლაშა ნაცვლიშვილი: არა, გისმენთ...

- აჩვენეთ თუ არა, ივანიშვილს პატიმართა წამების ამსახველი კადრები 2012 წლის მაისში და ურჩიეთ თუ არა, რომ სკანდალური ვიდეო არჩევნებამდე შეენახა?

- უკაცრავად, არ მცალია.

- ბატონო ლაშა, კითხვა არ მოგეწონათ და „სასწრაფო საქმე გამოგიჩნდათ“?

- არ მცალია, ნახვამდის. 

იხილეთ სტატია: დამნაშავე ბადრაგები და უნამუსო „მეოცნებეები“ - რატომ ინახავდნენ კადრებს? (ვიდეო)

0

ავტორი: