რა მიზნებს ემსახურება „კავკასია–2012“ და შეგვიძლია თუ არა ქართველებს, მშვიდად დავიძინოთ? რა მიზნებს ემსახურება „კავკასია–2012“ და შეგვიძლია თუ არა ქართველებს, მშვიდად დავიძინოთ? />


  09:24:13     21-09-2012

რა მიზნებს ემსახურება „კავკასია–2012“ და შეგვიძლია თუ არა ქართველებს, მშვიდად დავიძინოთ?

a21675.jpg

მართალია, რუსეთის ჯარების ფართომასშტაბური სამხედრო სწავლების „კავკასია–2012“–ის შესახებ რუსული პრესით გავრცელებული ინფორმაციები მეირწმუნებიან, რომ იგი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის „ტერორისტებისგან“თავდასხმის უსაფრთხოების უზრულვესაყოფადაა მოწოდებული, ექსპერტები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ მისი გეგრაფიული და ტაქტიკური სურათი სრულებითად არ ჯდება ამ მტიცებულებაში.

რუსმა სამხედრო ექსპერტმა, პავლე ფელგენგაუერმა სრულიად სერიოზულად შენიშნა, რომ სწავლების მსვლელობისას სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს შესაძლო მოწინააღმდეგის შეტევა სტრატეგიულ მიზნებზე, რასაც წარმოადგენდნენ პუტინისა და სხვა მაღალჩინოსანთა აგარაკები. ამას გარდა პირობითი მოწინააღმდეგისგან დასაცავ  რაიონში (ნოვოროსიისკის მიმდებარე ტერიტორია) ასევე განთავსებულია ზემოთხსენებულ აგარაკებზე უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტებიც. ესენია, საექპერტო ნავთობ და გაზსადენები, რომლების გამო პუტინი და მისი ხელქვეითები მზად არიან, როგორც იტყვიან, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლონ.

ამას გარდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოტენციური მოწინააღმდეგე ამჯერად რუსეთს „თავს დაესხა“ არა მთის მხრიდან, არამედ ზღვიდან.

ფელგენგაუერი ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის საქართველოს წინააღმდეგ  აგრესიის მსვლელობისას აშშ–ის მე–6 ფლოტმა და სატრასპორტო ავიაციამ აქტიურობა გამოიჩინეს საქართელოში ე.წ. „ჰუმანიტარული ტვირთის“ შეტანით, რის გამოც ნატოსთან შეტაკების რეალური საფრთხე შეიქმნა, რაც პუტინის გეგმებში ნამდვილად არ იყო ნავარაუდევი.

სწორედ ამიტომაც, რუსეთის ჯარები იძულებულნი გახდნენ ზოგიერთი დაპყრობილი ტერიტორია დაეტოვებინათ და უშუალოდ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ გადასულიყვნენ.

დღეს სიტუაცია ცოტა სხგვარადაა. რუსეთს მის მიერ აღიარებულ ამ ორივე ტერიტორიაზე გააჩნია ბაზები, შეიარაღება და საჯარისო ფორმირებანი.

„ნოვოროსიისკის სანაპიროდან სოჭამდე განთავსებულია სანაპირო თავდაცვის მე–11 ბრიგადა, რომელიც აღჭურვილია რუსეთში, ჯერჯერობით, ერთადერთი გემთაწინააღმდეგო შორსმსროლელი კომპლექსით, „ბასტიონით“. რეგიონში ხდება უახლესი ბომბდამშენებისა და დამრტყმელი ვერტმფრენების გადასროლა, რომლებიც აღჭურვილნი არიან „ისკანდერ–მ“–ს პირველი კომპლექსებით, ხოლო დაღესტანში – გემთსაწინააღმდეგო კომპლექსით „ბალი“. მოწინააღმდეგეს ელოდებიან სწორედ ზღვიდან, ხოლო კასპის ზღვაზე რუსეთს ყველაზე მეტად ეშინია თურქმენეთდან აზერბაიჯანამდე გაყვანილი ტრანსკასპიური წყალქვეშა გაზსადენის“, – ირწმუნება ფელგენგაუერი.

მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ეს ზემონახსენები სამხედრო ძალები სრულიად საკმარისია, რათა რეგიონში კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, აშშ–ის შესაძლო ჩარევას გაუმკლავდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამორიცხული არ არის, პუტინი ასეთ სამხედრო ავატურაზე წავიდეს. 

გასულ კვირას ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ  რუსეთს არც სწავლებების მიზანი და არც ის, როგორ ჩატარდება იგი, არ განუმარტავს.  დასავლეთში საკმაოდ ბევრს მიაჩნია, რომ „კავკასია–2012“–ის სწავლებების ვადა, საქართველოში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს რომ ემთხვევა, შემთხვევითი არაა.

ამასთან დაკავშირებით, ფელგენგაუერი შენიშნავს, რომ ჯერ კიდევ აგვისტოდან მოყოლებული ტარდებოდა ცალკეული ტაქტიკური მანევრები, რომლებიც სამეთაურო–საშტაბო სწავლება „კავკასია–2012“–თან კავშირში ფორმალურად არ არ არიან, ე.წ. „სამხრეთ ოლქის“ ძირითადი ძალები საველე ბანაკებში იქნა გაყვანილი, რომლებიც მზად არიან სამოქმედოდ  და ელოდებიან შესაძლო ბრძანებას, თუ პუტინი გადაწყვეტს, ამის დრო უკვე დადგა.

ასე რომ ფელგენგაუერის მტკიცებით, „ ქართველებს, ჯერჯერობით, მშვიდად ძილის დრო ნამდვილად არა აქვთ. ყოველ შემთვევაში, ჯერჯერობით მაინც“.

0

ავტორი: