ნამცხვარი „მინი ნაპოლეონი“ ნამცხვარი „მინი ნაპოლეონი“ />


  09:10:02     21-09-2012

ნამცხვარი „მინი ნაპოლეონი“

a21669.jpg

მასალა:

ცომი:

კვერცხი 1ც.

წყალი 1 ჭიქა

ძმარი 3 ს/კ.

ზეთი 3 ს/კ.

პურის ფქვილი 3 ჭიქა

მარგარინი 300გრ.

 

კრემი:

კარაქი 250გრ.

სგუშონი 1 ქილა (380გრ).

 

გასაფორმებლად:

ორცხობილა (პეჩენია) 210გრ.

მოხალული ნიგოზი ან თხილი 50გრ.

 

მომზადება:

კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით, დავასხათ წყალი (ოთახის ტემპერატურის), ძმარი, ზეთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავყოთ 2 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 50გრ. მარგარინი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში (15–20წთ.). ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ. შემდეგ ორივე ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, თითოეული გავაბრტყელოთ თხლად, დავჭრათ პატარა კვადრატის ფორმის ნაჭრებად,  დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში, გამოცხობის შემდეგ ცოტა გავაცივოთ კვადრატები, წავუსვათ კრემი (კრემისთვის კარაქი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ სგუშონი და კვლავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე) მთლიან ზედაპირზე და ირგვლივ, ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილაში (ორცხობილა წინასწარ დავფხვნათ და ავურიოთ გატარაებული ნიგოზი).

0

ავტორი: