13:43:38     20-09-2012
დარჩიაშვილი: „სუბარის სულისკვეთება რუსული სპეცსამსახურების სურვილს ემთხვევა"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს სოზარ სუბარს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის გარემოცვის წარმომადგენელი, მაშინ როცა მოქალაქეები საპატიმროებში გამოაშკარავებული ძალადობის გამო აღელვებულნი არიან, პროვოკაციის მოწყობას გეგმავს.
საქმე ეხება, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში რამოდენიმე წუთის წინ გაკეთებულ განცხადებას. სუბარი ირწმუნება, რომ ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის ემზადება, რისთვისაც ბაჩო ახალაიამ და მისმა ძმამ თბილისის სხვადასხვა უბანში 20-ზე მეტი ბინა იყიდეს, რომლებშიც იარაღია შეტანილი.
პრესა.ჯი დავით დარჩიაშვილს დაუკავშირდა. რომელიც აცხადებს, რომ კოალიციის პოზიცია რუსული სპეცსამსახურების სურვილს იმეორებს.
დარჩიაშვილი:
„სუბარის სულისკვეთება რუსული სპეცსამსახურების სურვილს ემთხვევა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და პროვოკაციის მოწყობის მცდელობა. სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ იმ სისულელეს, რაც დღეს მოვისმინეთ.
პრესა. ჯი - მ სუბარის ბრალდებებზე კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს სთხოვა. სალომე მახარაძის თქმით, სუბარის ბრალდებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. „ამის შესახებ არაფერი ვიცი, ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა მახარაძემ.
ხმაურიანი განცხაება სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია, ინფორმირებულმა წყარომ, ვახო კომახიძეს მიაწოდა.
„რა არის ბინების შეძენისა და მათში იარაღის შეზიდვის ზუსტი მიზანი, არ ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მზადდება ტელესერიალები იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებენ „სამშობლოს მტრები“, ან რომელიმე ქვეყნის აგენტები საქართველოში არეულობებს“,- განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, პროვოკაციისთვის მზადების დამადასტურებელი აუდიო და ვიდეოჩანაწერები არსებობს.
0