სკანდალური ფილმის შემდეგ, მუსულმანთა რისხვის მიზეზი, შესაძლოა, სკანდალური კარიკატურა გახდეს სკანდალური ფილმის შემდეგ, მუსულმანთა რისხვის მიზეზი, შესაძლოა, სკანდალური კარიკატურა გახდეს />


  08:45:00     20-09-2012

სკანდალური ფილმის შემდეგ, მუსულმანთა რისხვის მიზეზი, შესაძლოა, სკანდალური კარიკატურა გახდეს

a21646.jpg

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ პირველ გვერდზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურული ფოტო გამოაქვეყნა. ამის შემდეგ ოფიციალურმა პარიზმა კიდევ უფრო გააძლიერა თავისი საელჩოების დაცვა საზვარგარეთ. სურათი სკანდალური ანტიმუსულმანური ფილმით გამოწვეული პროტესტისა და აგრესიის ამსახველ პუბლიკაციას ახლავს, თუმცა თავადაც არანაკლებად სკანდალურ მასალად იქცა.

ექსპერტების თქმით, ამ სურათებმა შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს მუსულმანთა აგრესია არა მარტო საფრანგეთში, არამედ ევროპის ქვეყნებსა და არაბულ სამყაროში.

ჟურნალის ყდაზე გამოსახულია კარიკატურა სახელწოდებით „ხელშეუხებელნი 2“, რომელიც არის ინვალიდ-არისტოკრატსა და მის შავკანიან თანაშემწეზე იმავე სახელწოდების ფილმის პაროდია. სურათზე წინაწარმეტყველი მუჰამედი ინვალიდის ეტლში ზის, რომელიც იუდეველს მიაქვს. ამასთან, წინასწარმეტყველი ამბობს ფრაზას: „არაფერია სასაცილო“. თავად ჟურნალში კი კიდევ უფრო პროვოკაციული ფოტოებია მოთავსებული: მათში მუჰამედი შიშველია.

გამოცემის მთავარი რედაქტორის სტეფან შარბონიეს თქმით, ნახატები შოკში აგდებს იმათ, ვისაც, უბრალოდ, „სურს, რომ შოკირებული იყოს“. ამასთან, მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს კარიკატურები იმაზე მეტად პროვოკაციული არაა, რასაც ზოგადად, ჟურნალის აქვეყნებს ხოლმე. „პრესის თავისუფლება, რა, პროვოკაციაა?“ - კითხულობს ის.

ამ კარიკატურების პირველი შედეგი უკვე არის ის, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ, მათი გამოქვეყნების შემდეგ, უცხოეთში თავისი საელჩოების დაცვა გააძლიერა. ამის შესახებ განცხადება თავად ქვეყნის საგარეო ასქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა გააკეთა.

„რა თქმა უნდა, მე გამოვეცი განკარგულება, რომლის თანახმადაც უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები უნდა იქნას მიღებული ჩვენს საელჩოებში იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას“ - განმარტა მან.

ჟურნალის სკანდალური ნომერი დილის 8:30 წუთზე დაიდო საგაზეთო კიოსკების დახლებზე და რამდენიმე საათში უკვე მთელი ტირაჟი გაიყიდა. როგორც რეალიზატორები ამბობენ, ჟურნალი უჩვეულო სისწარფით იყიდება და მას ისეთი ადამიანები ყიდულობენ, რომლებიც, ამ გამოცემას, საერთოდ არ კითხულობენ.

0

ავტორი: