სასტიკი მკვლელი, რომელმაც ბავშვი გააუპატიურა, მოკლა და ძაღლებს აჭამა, ჟურნალისტი აღმოჩნდა სასტიკი მკვლელი, რომელმაც ბავშვი გააუპატიურა, მოკლა და ძაღლებს აჭამა, ჟურნალისტი აღმოჩნდა />


  21:58:15     19-09-2012

სასტიკი მკვლელი, რომელმაც ბავშვი გააუპატიურა, მოკლა და ძაღლებს აჭამა, ჟურნალისტი აღმოჩნდა

a21645.jpg

პრესა.გე რამდენიმე დღის წინ საზარელი მკვლელობის შესახებ  წერდა, რომელიც ნოვოსიბირსკში მოხდა. წლინახევრის ბავშვი, რომელიც დედამ ნაცნობ მამაკაცს დაუტოვა მცირე ხნით, მშობლებს მკვდარი დახვდათ.

ეჭვი მაშინვე მამაკაცზე აიღეს. მით უმეტეს, ანდრე მორგუნოვი მიიმალა კიდეც, გამოძიებამ კი საზარელი დეტალები გამოარკვია, რომელთა შესახებაც საუბარი სამართალდამცველებსაც კი უჭირთ: მორგუნოვმა წლინახევრის ბავშვი ჯერ გააუპატიურა, მერე დანით 91 ჭრილობა მიაყენა და იმისათვის, რომ კვალი აერია, მოკლულის სხეული როტვეილერს მიუგდო შესაჭმელად.

თავდაპირველად არც უეჭვიათ, რომ ბავშვს დანით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული და ის ძაღლის მსხვერპლი ეგონათ, თუმცა ჩადენილი სისასტიკე ექსპერტიზამ მაშინვე გამოავლინა, მამაკაცი კი პრაქტიკულად, ცხელ კვალზევე დააკავეს. მან დანაშაული უკვე აღიარა და ახლა განაჩენს ელოდება.

ირკვევა ახალი დეტალებიც. კერძოდ, 37 წლის მორგუნოვი, აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტია. ის ნოვოსიბირსკის ჟურნალისტთა კავშირის წევრია, ამ დროისთვის კი დიზაინერად მუშაობდა. მკვლელის გვერდზე სოციალურ ქსელში ასევე მითითებულია, რომ მორგუნოვი არის რუსეთის ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი და მრავალი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

როგორც „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელმა  ანდრეი ჩელნოკოვმა განუცხადა, გამოძიებამ მას უკვე სთხოვა მორგუნოვის დასხასიათება. მან აღნიშნა, რომ მკვლელს ძალიან უყვარს სმა.

სამართალდამცველებმა მორგუნოვი უკვე დააკავეს. მან აღიარა, რომ  წლინახევრის ბავშვი ჯერ გააუპატიურა, მერე დანით დაჩეხა და სხეული ძაღლებს მიუგდო საჭმელად.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ახალგაზრდა დედამ, რომელიც დასთან სტუმრად ჩავიდა, ბავშვი ასევე სტუმრად მტოფ მორგუნოვს დაუტოვა და თავად დასთან ერთად სოკოს საკრეფად წავიდა. უკან დაბრუბეულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ: ოთახი სისხლით იყო მოსვრილი, იქვე იპოვეს ბავშვის დაგლეჯილი სხეულიც.

ოჯახში ჰყავდათ როტვეილერი, რომელიც ოთახში გაზის მილზე იყო მიბმული.
თავდაპირველად ივარაუდეს, რომ ბავშვი ძაღლმა დაგლიჯა. ამასთან, ადგილზე არ დახვდათ მამაკაცი, რომელსაც ბავშვის მოვლა სთხოვეს. ექსპერტიზამ კი გაარკვია, რომ ძაღლის ნაკბენების გარდა ბავშვს სხეულზე 91 ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული.

დაკავებულს ბრალდება გაუპატიურებისა და მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი და სამართალდამცველები ჰპირდებიან მას, რომ მისდამი სასჯელი ისეთივე სასტიკი იქნება, რა სისასტიკითაც მან ეს გაუგონარი მკვლელობა ჩაიდინა.

0

ავტორი: