22:15:13     18-09-2012
გოგონებმა ინტერნეტით მეგობარი იპოვეს და... შემზარავი სიკვდილით მოკლეს

ორმა გოგონამ, რომელთა ასაკიც 15 წელია, ინტერნეტით 28 წლის მიასელი პავლე დაიმეგობრეს, რომელიც მოგვიანებით მათი არაადამიანური სისასტიკის მსხვერპლი გახდა.
ახალგაზრდა მამაკაცს ცხოვრების უცნაური სტილი ჰქონდა: არ გადიოდა სახლიდან და მთელი დღეები კომპიუტერთან იჯდა, რომელსაც მხოლოდ მაშინ მოსწყდებოდა, როცა ხმაურიანი კამპანია ესტუმრებოდა ხოლმე. ამ კამპანიას კი ორი არასრულწლოვანი გოგონა შეადგენდა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გაიცნო, დაუმეგობრდა და სტუმრადაც ხშირად იწვევდა.
მოკლულის მეზობელი ყვება, რომ პავლეს ბინიდან ხამამაღალ მუსიკასა და ზოგადად, ხმაურს მიჩვეულები იყვნენ და განსაკუთრებულ ყურადღებას ამას არც არავინ აქცევდა.
ასე იყო მკვლელობის ღამესაც, თუმცა დილით აივანზე გასულ მეზობელს პავლეს სახლთან მილიცია დახვდა და საშინელი ცნობა - რომ ახალგაზრდა მამაკაცი ორმა 15 წლის გოგონამ მოკლა.
ამ შემთხვევაზე საუბარი გამოცდილ გამომძიებლებსაც კი უჭირთ. მოკლულის ბინა კომპიუტერულ თამაშებში საგულდაგულოდ გაფორმებულ მკვლელობის სცენას ჰგავდა: ყველაფერი ამოტრიალებული იყო, კედლებზე სისხლის შხეფები... როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ახალგაზრდას ფეხებით ურტყამდნენ, თავზე ახტებოდნენ და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა დაახრჩვეს.
ეჭვმიტანილთა ძებნას დიდი დრო არ დასჭირვებია. ერთ-ერთი გოგონა პოლიციას მისივე მშობლებმა ჩააბარეს იმის გამო, რომ მან თავად აღიარა, რაც ჩაიდინა, როცა ნასვამი იყო. მეორეს კი მოკლულის კომპიუტერიდან, სოციალური ქსელის დახმარებით მიაკვლიეს.
კიდევ უფრო შოკისმომგრველია ის, რომ გოგონებს, რომლებიც მე-9 კლასში არიან, სკოლაში ბანდიტების სახელით იცნობენ, ისინი პოლიციაში აღრიცხვაზე არიან ჩხუბისა და ქურდობის გამო. გარდა ამისა, ერთი კრივში ვარჯიშობდა, მეორეც ასევე სპორტით იყო დაკავებული.
მათ იმით ახსნეს თავისი დანაშაული, რომ მთვრალები იყვნენ. ახლა ორივე არასრულწლოვანი მკვლელი დაკავებულია, განაჩენის გამოტანამდე კი მათ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნორმალური ფსიქიკის შემთხვევაში, მსგავსი სისასტიკის დანაშაულის ჩადენა, წარმოუდგენელია.
0