08:28:20     18-09-2012
ტიმოშენკოს, შესაძლოა, მკვლელი-პატიმრის სტატუსიც მისცენ

ექს-პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ყოფილი დაცვის წევრი ტიმოშენკოს დონეცკელი ბიზნესმენისა და უმაღლესი რადის დეპუტატის ევგენი შერბანის მკვლელობის დაფინანსებაში ადებს ხელს.
ნიკოლაი მელნიჩენკომ, რომელიც აშშ-ში იმალება, ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მისცა ჩვენება, სოციალურ ქსელში კი დაკითხვის შესახებ მოყვა. კუჩმას ყოფილი მცველი, რომელმაც იმით გაითქვა სახელი, რომ პრეზიდენტის კაბინეტში გამართულ საუბრებს იწერდა, აცხადებს, რომ შერბანის მკვლელობის ორგანიზატორი მაშინდელი პრემიერ-მინისტრი პაველ ლაზარენკო იყო, ფულით კი, მკვლელობა იმ ფირმების ანგარიშებიდან დაფინანსდა, რომელსაც ლაზარენკოს პროტეჟე - იულია ტიმოშენკო აკონტროლებდა.
კუჩმას კაბინეტში ჩაწერილი დიალოგებიდან მელნიჩენკომ გამოიტანა დასკვნა, რომ შეკვეთილი მკვლელობის მიზანი დონეცკში ბიზნესის კონტროლის ხელში ჩაგდების მცდელობა იყო.
ამასთან, მელნიჩენკომ აღნიშნა, რომ ივლისის თვეში მას მიმართა ტიმოშენკოს მეუღლემ და ცრუ ჩვენების მიცემა მოსთხოვა, რათა მას შერბანის მკვლელობაში უკრაინის პრეზიდენტისთვის - ვიქტორ იანუკოვიჩისთის დაედო ბრალი. მისივე თქმით, ტიმოშენკოს მეუღლე საუბრების ჩანაწერების გაყალბებასაც სთვაზობდა. ტიმოშენკოს თანამებრძოლები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ სწორედ შერბანის მკვლელობის შემდეგ გახდა ვიქტორ იანუკოვიჩი დონეცკის გუბერნბატორი და დაიწყო კიდეც საკუთრების გადანაწილება მის ჯგუფს შორის.
უკრაინის პროკურატურა უკვე ნახევარი წელიწადია ატარებს გამოძიებას, რა ხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოძიების განახლების საბაბი თავად შერბანის შვილის განცხადება გახდა, რომელმაც მოულოდნელად თქვა, რომ მამის მკვლელობასთან იულია ტიმოშნკოს კავშირის შესახებ იცის. მანამდე ამ საქმეში ტიმოშენკოს მხოლოდ მოწმის სტატუსი ჰქონდა.
გასულ კვირას კი გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ პშონკამ განაცხადა, რომ პატიმარ ექს-პრემიერთან ბევრი კითხვა აქვთ და „ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს“. შესაბამისად, გაზის საქმეების გარდა, დიდი სანსია, ტიმოშენკოს მკვლელობის მუხლიც წაუყენონ.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა თხოვნით მიმართა პრეზიდენტ იანუკოვიჩს, შეიწყალოს იულია ტიმოშენკო, რათა ქვეყანაში შიდა ძვრები და ერის გახლეჩვა აირიდოს თავიდან.
0