08:11:01     18-09-2012
გერმანელებმა „შტაზის“ არქივების აღდგენა დაიწყეს
ბერლინის კედლის დანგრევიდან 20 წლის შემდეგ ბევრი, ალბათ, იფიქრებს, რომ აღმოსავლეთ გერმანული სპეცსამსახური კარგა ხანია, რაც უკვე ისტორიას ჩაბარდა. თუმცა ეს მთლად ასე როდია – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გა მისი სპეცსამსახური არსებობას განაგრძობდა ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგაც. რაც მთავარია, გერმანელთა ახალგაზრდა თაობას ძალიან სურს გაიგოს, თუ რა გაუკეთა მათ მშობლებს ამ საიდუმლო პოლიციამ. როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, ამაში მათ დაეხმარება ის უახლესი გამომთვლელი ტექნიკა.
არსებული ინფორმაციით, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ „შტაზის“ ოფოცრები რამდენიმე კვირის მანძილზე თავის სამუშაო კაბინეტებში სასწრაფოდ საიდუმლო დოკუმენტებს ანადგურებდნენ, რათა თავად ისინი ციხეებში არ მოხვედრიყვნენ, ხოლო მათ საზღარგარეთული აგენტები არ ყოფილიყვნენ მხილებულნი. თუმცა ისინი ტექნიკური სახის სირთულეებს წააწყდნენ. „შტაზის“ გააჩნდა რამდენიმე ქაღალდსაჭრელი მანქანა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში იყო დამზადებული და მაღალი ხარისხით არ გამოირჩეოდნენ. ამიტომაც მალე იმტვრეოდნენ. გამომდინარე აქედან, „შტაზის“ თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ დოკუმენტები ხელით დაეხიათ და ტომრებში მოეთავსებინათ, ან ქიმიკატების დახმარებით გაენადგურებინათ.
თუმცა არც ამ გეგმებს ეწერათ ახდენა. დემონსტრანტები საპესამსახურის ოფისში შეიჭრნენ, „შტაზი“ დათხოვნილიქნა, ხოლო არქივები ახალი ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა.
ყოფილი გდრ–ს უსაფრთოების სამინისტროს არქივების შემსწავლელი ფედერალური უწყების თანამშრომლის, იოახიმ ჰაუსლერის თქმით დოკუმენტების გაშიფრვა სრულ თავსატეხს წარმოადგენდა. ამის გასაკეთებლად საჭირო გახდა 400–დან 600 მილიონამდე ქაღლდის ნაგლეჯის მოგროვება . თავიდან მათ აღგენაზე მრავალათასიანი ექსპერტთა ჯგუფი მუშაობდა ბავარიიდან. განსაკუთრებულ სიძნელეს წარმოადგენდა წვრილ ნაკუწებად დახეული ქაღალდების აღდგენა. რომ არა კომპიუტერული ტექნოლოგიები ისინი მათ აწყობას, ალბათ, ასობით წლები მოუნდებოდნენ. ამ სამუშაოს შსასრულებლად შეიქნა სპეციალური კომპიუტერი სახელწოდებით ePuzzler, რომელიც ბერლინის ფრაუგოფერის ინსტიტუტის კონსტრუქტორებმა შექმნეს. ახლა თანამშრომლები სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქაღალდებს იღებენ ტომრებიდან და ცალცალკე ხდება ყველა მათგანის სკანირებაშემდეგ თითოეული მათგანი ფაილში ინახება, სადაც იწერება მასზე ინფორმაცია. საბოლოოდ მოქმედებაში მოჰყავთ მათემატიკური პროგრამა, რომელიც მილიონობით ქაღალდის ნახევში შესაბამის ფრაგმენტს ეძებს. ასეთნაირად ცდილობენ ისინი „შტაზის“ მთელი არქივის აღდგენას და იმედი აქვთ რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს, რომ დაადგენენ, რა მოუვიდათ მათ ნათესავებს, რომლებიც სპეცსამსახურებმა უბრალოდ გააქრეს.
0