08:09:24     18-09-2012
გამოფენა-გაყიდვა "მუზაში"
18 სექტემბერს, 19:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრ "მუზაში" გაიმართება პოეზიის საღამო და თანამედროვე ქართველი პოეტების ხელნაწერი ლექსების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხა მოხმარდება გლდანის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.
პროექტში მონაწილეობენ გაგა ნახუცრიშვილი, რატი ამაღლობელი, დავით-დეფი გოგიბედაშვილი, კოტე ყუბანეიშვილი, ცირა ბარბაქაძე, გიორგი არაბული, გიორგი ზანგური, გიორგი შალამბერიძე, ბიჭი ივანიშვილი, გიორგი კეკელიძე, შოთა გაგარინი, ბენჯი ჩხაიზე და რეზი ქინქლაძე. საღამოს წამყვანია ნინუცა მაყაშვილი.
ghn
0