21:40:47     17-09-2012
საზარელი დანაშაული: წლინახევრის ბავშვს დანით 91 ჭრილობა მიაყენეს და მერე ძაღლებს მიუგდეს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იდუმალებით მოცული საშინელი მკვლელობის საქმეს იძიებს, რომელიც ნოვოსიბირსკში მოხდა: თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ წლინახევრის ბავშვი ძაღლმა დაგლიჯა, მაგრამ ირკევა, რომ ის დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაიღუპა.
ექსპერტიზამ ნიკოლა კარპოვას სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები დააფიქსირა.
ვინ და რამ აიძულა ასე სასტიკად გასწორებოდა მცირეწლოვან გოგონას, ჯერ დადგენილი არ არის. ამასთან, მკვლელობის კოშმარი იმაშიც გამოიხატება, რომ ბავშვი, გამოძიების ვარაუდოთ, ჯერ მოკლეს, შემდეგ კის მისი სხეული ძაღლებს მიუგდეს შესაჭმელად.
ბავშვის სხეული იმდენად იყო დანაწევრებული, რომ გარეგნული დათვალიერებით გამოცდილმა სპეციალისტებმაც კი ვერ შეძლეს ძაღლის ნაკბენები და დანით მიყენებული ჭრილობები განესხვავებინათ.
პატარა ნიკოლს დეიდასთან საბედისწერო სტუმრობა გამოუვიდა. ის დედასთან ერთად სწორედ დეიდასთან იმყოფებოდა სტუმრად, რომელიც თავის მხრივ, როტვეილერების პროფესიონალი მომშენებელია.
დებმა სხვა სტუმრებთან ერთად სოკოს საკრეფად წასვლა მოისურვეს, ბავშვი კი ასევე ერთ-ერთ სტუმარს, 40 წლის მამაკაცს ანდრეი მორგუნოვს დაუტოვეს მისახედად.
თავდაპირველი ვერსიით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მორგუნოვს ჩაეძინა, ბავშვი კი იქვე, ოთახში, გათბობის მილზე მიბმულ ძაღლთან ერთად მარტო დარჩა.
გამოძიებამ ივარაუდა, რომ სწორედ ძაღლმა დაგლიჯა ბავშვი, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა, თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ყველასათვის მოულოდნელი დასკვნა გააკეთა: ძაღლის ნაკბენების გარდა წლინახევრის ბავშვის სხეულზე დანით მიყენებული, არც მეტი, არც ნაკლები, 91 ჭრილობა აღმოაჩინეს.
შესაბამისად, ამჯერად, ვარაუდობენ, რომ გოგონა, შესაძლოა, ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ძაღლებს დაუგდეს შესაჭმელად. სწორედ ახლა ტარდება ექსპერტიზა, რომელიც სიკვდილის ზუსტ მიზეზსა და გარემოებებს დაადგენს. ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ამ ფაქტის შემდეგ მორგუნოვი, რომელსაც ბავშვი ჩააბარეს, გაუჩინარდა და არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი. სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვანის მკვლელბის მუხლით არის აღძრული.
ბავშვის დეიდა, რომელიც ძაღლების მეპატრონეა, დარწმუნებულია, რომ ძაღლი არავითარ შემთხვევაში არ უკბენდა პატარას. გოგონას დედისა და დეიდისთვის აბსოლუტურად გაუგებარია ისიც, თუ რას შეიძლებოდა ეიძულებინა მორგუნოვი, ასე სასტიკად მოქცეოდა პატარას. სამართალდამცველები სასტიკი მკვლელობის გარემოებების გარკვევას სწორედ მორგუნოვის პოვნას უკავშირებენ.
0