13:13:39     17-09-2012
ბიძინური ბინძური გეგმა!!!

ბიძინა არა არჩევნების მოსაგებად, არამედ არჩევნების ჩასაშლელად და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისთვის იბრძვის. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ოლიგარქი სამი ათასზე მეტ ვიდეო-კამერას ყიდულობს, რათა აქტივისტებს დაურიგოს.
მის „საწრთვნელ ბაზებზე“ ამდენივე მოხალისე ვარჯიშობს. ასწავლიან კამერით მუშაობას, თან საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოს უხდიან. პირველ ოქტომბერს, ამ კამერებით შეიარაღებული „მეოცნებეები“ საარჩევნო უბნებზე გარკვეული გეგმის მიხედვით იმოქმედებენ. მათი მიზანი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების პროვოცირება იქნება.
გეგმის ავტორების ჩანაფიქრით, კამერიანი მეოცნებეები, იმ დიდი ჯაჭვის რგოლები იქნებიან, რომლითაც ჯერ საარჩევნო უბანზე, შემდეგ კი ქვეყანაში არეულობა უნდა დაიწყონ.
ასე რომ, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე აუცილებლად დაგხვდებიან ვიდეო–კამერებიანი „მეოცნებეები“. თუმცა, მათი ყურადღების „ღირსნი“ ვერ გახდებით. მათ არ აინტერესებთ თქვენი თავისუფალი არჩევნები. მათ სხვა მისია აქვთ. ისინი მოძმეებს დაელოდებიან, რომ ყველაფერი იმ სცენარით განავითარონ, რომელსაც სპეციალური კურსებზე ასწავლიან ბიძინას "პედაგოგები".
„უბნის კაპიტანო, იყავ მზად!“
ოლიგარქის „სასწავლო ბაზაზე“ ამზადებენ სპეციალურ ჯგუფებსაც, სამუშაო სახელით - „ამრევთა ჯგუფი“. ეს ჯგუფები, ასევე მეოცნებეთა აქტივისტებისგან შედგება და მათ კიდევ უფრო დიდ გასამრჯელოს უხდიან, ვიდრე ვიდეოკამერიანებს.
"ამრევთა ჯგუფს" ჰყავს ბოსიც - ე.წ. „უბნის კაპიტანი“. "უბნის კაპიტნები“ დატრენინგებულნი არიან და კარგად ფლობენ, „საბრძოლო ხელოვნების ხერხებს“. ბიძინას სქემის მიხედვით, „უბნის ამრევები“, „უბნის კაპიტნის“ შეფობით, საარჩევნო უბნებზე შექმნიან კონფლიქტურ სიტუაციებს. ისინი, ხელსაყრელ მომენტში ეცდებიან ყველაფერი ყირამალა დააყენონ და საარჩევნო უბანზე არეულობა შეიტანონ.
იქვე იქნება ვიდეო კამერიანი მეოცნებეც, რომელც ამ ყველაფერს ასახავს. შემდეგ, გადაღებული მასალები, მიეწოდება ბიძინას მიერ დაფინანსებულ, მეგობარ არასამთავრობოებს და დაიწყება „ბიძინური (შეიძლება დავარქვათ ბინძურიც) საუბრები“ გაყალბებაზე, არეულობაზე, დარღვევებზე...
„ჩორნოე ი ბელოე“
გახსოვთ, ბიძინა პოლიტიკაში რომ მოვიდა, გარდა საკუთარი ნაშრომებისა (დაუწერელი წიგნები), კიდევ ერთ წიგნზე - ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმაზე“ ლაპარაკობდა სულ. მაშინ ვიფიქრეთ რომ ამ კაცს სხვა არაფერი ჰქონდა წაკითხული. არადა ჰქონია. არის ასეთი რუსული წიგნიც - „ჩორნიე ი ბელიე სტორონი რუსკიხ ვიბოროვ“.
რას ერჩით, ესეც წაუკითხავს. ეს გახლავთ სახელმძღვანელო, ტექნოლოგიებზე, თუ როგორ ყალბდება არჩევნები რუსეთში. სწორედ, ესაა ამ ეტაპზე ოლიგარქის სამაგიდო წიგნი.
ასე რომ, შავიც და თეთრიც პირველ ოქტომბერს გამოჩნდება. საქართველოს მოქალაქეებს ორი არჩევანი გვაქვს. ვისაც „ჩორნიე სტორონი“ უნდა, გზა შუშის სასახლისკენ მიდის.
0