ირანის სანაპიროებთან, 25 ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების კონცენტრაცია მიმდინარეობს... ირანის სანაპიროებთან, 25 ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების კონცენტრაცია მიმდინარეობს... />


  11:06:56     17-09-2012

ირანის სანაპიროებთან, 25 ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების კონცენტრაცია მიმდინარეობს...

a21560.jpg

ბრიტანეთის პრესა იუწყება, რომ ირანზე შეტევისათვის საზღვაო ძალები უკვე მზად არიან. „The Sunday Telegraph“ წერს, რომ ორმუზის სრუტეში 25 ქვეყნის საზღავო ძალების უპრეცენდენტო კონცენტრაცია მიმდინარეობს.  ეს ქვეყნები კი ძალის დემონსტრირებას ახდენენ, ისრაელის მიერ ირანზე შეტევის დაწყების მოლოდინში - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გაზეთი Mail on Sunday კი იუწყება, რომ შეიარაღებული ძალების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ნიკ ჰარვი თანამდებობიდან სწორედ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისადმი უარყოფითი პოზიციის გამო გაუშვეს.

მედიის ცნობით, ჰარვიმ პირდაპირ უთხრა საკუთარ გარემოცვას, რომ „ის მთავრობის შემადგენლობიდან გარიცხეს, რათა თავი აარიდონ მასში გახლეჩვას ისრაელის მიერ ირანზე პრევენციული დარტყმის შემთხვევაში“.

Telegraph ამტკიცებს, რომ ორმუზის სრუტეში სამხედრო ძალთა კონცენტრაცია მხოლოდ და მხოლოდ 12-დღიან სამხედრო სწავლებას უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და რომელშიც მონაწილეობს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული ემირატებისა და სხვა ქვეყნების ფლოტები.

NEWSru Israel-ის ცნობით, სწავლებაში ჩართულია „Nimitz“-ის კლასის სამი ამერიკული ავიამზიდი და ყოველი მათგანის ბორტზე დიდი რაოდენობით თვითმფრინავებია განთავსებული.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკულ ავიამზიდებს ახლავს ყველაზე მცირე, 12 საბრძოლო ხომალდი: სარაკეტო კრეისერები, ფრეგატები, სადესანტო გემები 1000-ზე მეტი სპეცრაზმელითა და საზღვაო ქვეითით.

ირანმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა ორმუუზის  სრუტეში იერიშის მისატანად, ასევე ამერიკისა და ისრაელის ბაზების გასანადგურებლად. ისლამის რევოლუციის მცველთა კოროუსის მეთაურმა გენერალმა მუჰამედ ალი ჯაფარიმ განაცხადა, რომ თუკი ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევა განხორციელდება, თეირანი სტრატეგიული ორმუზის სრუტეზე მიიტანს შეტევას, ასევე ამერიკის ბაზებზე ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელში.

გენერალმა ამის სათქმელად სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, რომელზეც ასევე განაცხადა, რომ თუკი ქვეყანაზე თავდასხმა განხორციელდება, ირანი დატოვებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას და ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება საერთოდ დაკარგავს პოტენციურ შესაძლებლობასაც კი გააკონტროლოს ქვეყნის ბირთვული ობიექტები.

ალი ჯაფარიმ ისიც აღნიშნა, რომ მათი სამხედრო პასუხი ისრაელის საზღვრებიდან დაიწეყება, რამდენადაც ირანს მჭიდრო კავშირები აქვს პროირანულ ჯგუფებთან ლიბანსა და ღაზას სექტორში და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმას, რომ თუკი ისრაელი შეტევაზე წავა, „მისგან აღარაფერი დარჩება“.
0

ავტორი: