08:38:43     17-09-2012
ზებრა

მასალა:
კვერცხი 5ც.
შაქარი 2 ჩ/ჭ.
კარაქი 100გრ.
არაჟანი 1 ქილა
პურის ფქვილი 2 ჩ/ჭ.
სოდა ძმრით 1/2 ჩ/კ.
კაკაო 5 ს/კ.
მომზადება:
კვერცხისგან და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ კარაქი, არაჟანი, ფქვილი, სოდა ძმრი და ავურიოთ კარგათ. მიღებული მასა გავყოთ ორ ნაწილად, ერთში ავურიოთ კაკაო. შემდეგ ქვაბში ჩავაფინოთ ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, დავასხათ 1 ს/კ. თეთრი შუაში, შემდეგ 1 ს/კ. შავი ცომი და ა.შ.
ბოლოს შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე.
0