08:37:45     17-09-2012
მედოკი
მასალა:
ცომისთვის:
კვერცხი 3ც.
შაქარი 1 ჩ/ჭ.
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
თაფლი 3 ს/კ.
კარაქი 100გრ.
პურის ფქვილი რასაც შეიზელს.
კრემისთვის:
სგუშონი 1ც.
კარაქი 200გრ.
მომზადება:
ცომის მომზადება:
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ სოდა ძმრით და დავდგათ წყლის აბაზანაზე, შემდეგ ჩავაგდოთ კარაქი (ან მარგარინი), როდესაც კარაქი გადნება ჩავასხათ თაფლი, შემდეგ ნელ–ნელა შევაზილოთ ფქვილი რასაც შეიზელს, ცოტახანი გავაჩეროთ გაზქურაზე, ვურიოთ და როდესაც წამოდუღდება გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე, გავყოთ 3–4 ტოლ ნაწილად, თითოეული გავაბრტყელოთ და ცხელ ღუმელში გამოვაცხოთ. გამოცხობის შემდეგ ცოტათი შევაგრილოთ, ჩამოვაჭრათ გვერდები (ჩამოჭრილი ნარცენები დავფხვნათ) და დავკრემოთ მომზადებული კრემით, თავზე და გვერდებზე მოვაყაროთ ნაფხვენები.
კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ სგუშონი და ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
0