18:11:52     15-09-2012
ოლიგარქის კიდევ ერთი კრახი, ამჯერად ახალციხეში...

ოლიგარქის კოალიციამ მორიგი უფერული წინასაარჩევნო აქცია დღეს ახალციხეში გამართა. ხალვათად მდგარი რამდენიმე ასეული მომიტინგე მთელი საათის განმავლობაში მოწყენით უსმენდა ივანიშვილის გამოსვლას, რომელიც ჩვეულებისამებრ, შემინული, ტყვიაგაუმტარი ტრიბუნიდან მისთვის დამახასიათებელი ლუღლუღით მიმართავდა ხალხს.
გრამატიკულად გაუმართავი, წინასწარ დაწერილი ტექსტებით, ივანიშვილს ახალი, რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს. ჩამოუყალიბებელ წინადადებებს კი პერიოდულად ოლიგარქის ისტერიული კივილიც ენაცვლებოდა: საქართველოს გაუმარ.. ჯოს.. ჯოს.. ჯოს...
ივანიშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატები კომუნისტურ სტილში წარადგინა, მათი გვარების ჩამოთვლისას კვლავ წაიბორძიკა, ბიძინა გუჯაბიძეს ზვიად გამსახურდიას „თანამოაზროვნე“ უწოდა, ხოლო „ჯავახკელ“ ნორიკ კაპრაპეტიანს „ღირსეული წარსული მქონე ადამიანი“…
ხალხს ისე მობეზრდა ბიძინას უნიათო გამოსვლა, რომ ახმაურდა. ოლიგარქს აღარავინ უსმენდა. ოლიგარქმა კი, ხალხს, რაღა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დააყვედრა „ქველმოქმედება“ და ჩამოთვალა, რა გაკეთდა „მისი ფულით“. შემდეგ ჩვეულ მუქარაზე გადავიდა და აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლებაში მოვა ყველას მოსთხოვს პასუხს და დაუსჯელი არავინ დარჩება. და ბოლოს, რა თქმა უნდა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემას შეეხო: ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას, რომლის გარეშეც, დიდი ბიზნესმენის აზრით, თურმე ქართული სოფელი ვერ განვითარდება.
ივანიშვილის მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა, ტრადიციულად, ბერას რეპით დასრულდა, რომელსაც უკვე "ოცნების" ჩაყვანილმა ხალხმაც აღარ მოუსმინა და დაშლა დაიწყო... მოკლედ, დღევანდელი აქციის შემდეგ, ოლიგარქის „ფეისბუქის“ გვერდს კიდევ ერთი ალბომი მიემატება, სავარაუდოდ, ახლო ხედით გადაღებული ფოტოებით, ხოლო ბიძინას პოლიტიკურ ბიოგრაფიას კი მორიგი კრახი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა მთელ მის წინასაარჩევნო კამპანიაში...
0