ტორტი „ XX საუკუნის ნოსტალგია " ტორტი „ XX საუკუნის ნოსტალგია " /> "/> " />


  08:52:30     15-09-2012

ტორტი „ XX საუკუნის ნოსტალგია "

a21523.jpg

მასალა:

ბისკვიტი:

პურის ფქვილი 1 ჭიქა

კვერცხი 3ც.

არაჟანი 1 ჭიქა

გამაფხვიერებელი 2 ჩ/კ ან სოდა 1 ჩ/კ.

შაქარი 3/4  ჭიქა

კაკო 2–3 ს/კ.

შავი ქლიავის ჩირი 100გრ. (ბისკვიტის გამოცხობის წინ ქლიავის ჩირი დავჭრათ წვრილად, დავასხათ 2 ს/კ. რომი ან კონიაკი და შემდეგ გავაშროთ).

 

კრემი:

არაჟანი 300გრ.+2 ს/კ შაქარი

ნაღები 150გრ. +2 ს/კ შაქარი

ვანილი გემოვნებით.

 

დასანამი:

I ვარიანტი: 1 ჭიქა ტკბილი ჩაი+1 ს/კ კონიაკი.

II ვარიანტი: 1 ჭიქა ნებისნიერი ხილის წვენი+1 ს/კ კონიაკი.

 

გასაფორმებლად:

მოხალული ნიგოზი 150გრ.

შოკოლადის მარცვლები ან გახეხილი შოკოლადი 50გრ.

რამოდენიმე ქლიავის ჩირი.

 

1 ჭიქა = 200მლ.

მომზადება:

ბისკვიტის მომზადება:

პურის ფქვილი გავცრათ და ავურიოთ გამაფხვიერებელი და კაკაო. არაჟანს ავურიოთ წვრილად დაჭრილი ქლიავის ჩირი.  კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით, ნელ–ნელა დავამატოთ შაქარი და ვთქვიფოთ 8 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავამტოთ არაჟანი, პურის ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 30–35 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.

 

კრემის მომზადება:

არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად. ნაღები ავთქვიფოთ ცალკე ჯამში შაქართან ერთად, შემდეგ ორივე მასა შევაერთოთ, დავამატოთ ვანილი და კარგად ავურიოთ ხის კოვზით.

 

ტორტის აწყობა:

გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ბისკვიტის ქვედა ნაწილი დავნამოთ 0,5 ჭიქა დასანამით, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ზედა ნაწილი, დავნამოთ დარჩენილი დასანამით, წავუსვათ კრემი თავზე და ირგვლივ, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, შოკოლადი და ტორტის ცენტრში დავაწყოთ შავი ქლიავის ჩირი. მომზადებული ტორტი 1–2 საათი გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ შევდგათ მაცივარში.

0

ავტორი: