ქართველმა მსმენელმა გორან ბრეგოვიჩი ბისზე ხუთჯერ გამოიყვანა ქართველმა მსმენელმა გორან ბრეგოვიჩი ბისზე ხუთჯერ გამოიყვანა />


  10:57:25     14-09-2012

ქართველმა მსმენელმა გორან ბრეგოვიჩი ბისზე ხუთჯერ გამოიყვანა

a21473.jpg

გუშინ, რიყეზე ბალკანელი მუსიკოსის გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გაიმართა.

მუსიკოსმა ათკაციან ბენდთან „wedding and funeral bend” ერთად ძველი და ახალი ჰიტები შეასრულა. ქართველ მსმენელს საშუალება ჰქონდა ახალ ალბომში  „შამპანიური ბოშებს“ შესული სიმღერებიც მოესმინა.

საკონცერტო პროგრამა საათნახევარს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 20:00 საათზე დაწყებული კონცერტი გვიან საღამოს დასრულდა.

ბრეგოვიჩი ქართველი მსმენელის წინაშე კომპოზიციებს ორსაათნახევრის განმავლობაში ასრულებდა.

რიყეზე შეკრებილი ათასობით მსმენელი კი ბალკანურ რითმებს ცეკვას უწყობდა.

კონცერტზე იმყოფებოდნენ ქართული შოუბიზნესის ვარკვლავები. მსახიობები, მომღერლები და მოცეკვავეები სცენის წინა რიგში იდგნენ და გორან ბრეგოვიჩის სიმღერებს ცეკვით ჰყვებოდნენ.

საკონცერტო პროგრამა ათ საათზე დასრულდა, თუმცა მსმენელის თხოვნით, რომელიც ოვაციებში გამოიხატებოდა, მომღერალი ბისზე რამდენჯერმე გამოვიდა.

საკონცერტო პროგრამის ფარგლებს გარეთ, გორან ბრეგოვიჩმა ბენდთან ერთად კიდევ ექვსი სიმღერა შეასრულა.

მსმენელმა ბრეგოვიჩი ტაშით და ოვაციით გააცილა. მუსიკოსს კონცერტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მანქანისკენ მიმავალი აუდიტორიას მადლობას უხდიდა იმ სიყვარულისთვის, რომელიც მას საქართველოში დახვდა.

მუსიკოსმა ქვეყანა გუშინ, კონცერტის დასრულების შემდეგ დატოვა.

0

ავტორი: