ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ქართული დემოკრატია და რუსული ჩარევა ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ქართული დემოკრატია და რუსული ჩარევა />


  08:20:42     13-09-2012

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ქართული დემოკრატია და რუსული ჩარევა

a21443.jpg

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ურმას რეინსალუმ გაზეთ Wall Street Journal-ში სტატია გამოაქვეყნა სათაურით „ქართული დემოკრატია და რუსული ჩარევა“, რომელშიც საქართველოში რუსეთის წარსულისა და მომავლის გეგმების შესახებ საუბრობს.

სტატიამ უკვე გამოიწვია ესტონეთში რუსეთის საელჩოს უარყოფითი რეაქცია. რეინსალუ პუბლიკაციას იწყებს ვლადიმერ პუტინის ბოლო აღიარებით, როცა მან განაცხადა, რომ თავად გასცა უფლება საქართველოში შეჭრაზე ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე ეს 2008 წელს მოხდებოდა და ასევე აღიარა, რომ რუსმა სამხედროებმა მოამზადეს და შეაიარაღეს სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი ლაშქარი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსი „სამშვიდობოები“ არ ცდილან შეეჩერებინათ ძალადობა, ისინი მისი გავრცელებით იყვნენ დაკავებულები “ - წერს ესტონელი მინისტრი.

მისი თქმით, ამ კონფლიქტში წერტილი ჯერ არ არის დასმული. სიტუაცია კავკასიაში დაძაბული რჩება. რეინსალუს თქმით, პუტინის გულახდილი განცხადება მოწმობს, რომ მან საერთაშორისო სამართალი დაარღვია.

„2008 წელს თავდასხმის შეჩერება შესაძლებელი გახდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წყალობით, როცა ევროკჯავშირის სახით შუამავლად გამოვიდა ნიკოლა სარკოზი. ამ შეთანხმების შესაბამისად რუსეთს თავისი ომამდელი პოზიციები უნდა დაეკავებინა, საქართველო კი თავის სამხედრო ბაზებზე დაბრუნებულიყო. ამ პირობების შეასრულება ევროკავშირს უნდა გაეკონტროლებინა. თუმცა რუსეთმა არ შეასრულა პირობა. ახლა ცხადი გახდა, რომ ის არც აპირებდა ამის გაკეთებას“ - წერს მინისტრი.

მისი თქმით, ამ მომენტში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 10 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, მოსკოვი კი ყველანაირად უშლის ხელს ამ რეგიონებში გაეროსა და ეუთოს წარმომადგენელთა ჩასვლას. რუსულ ჯარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ იარაღი: ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები SS-21, საზენიტო რაკეტები С-300, ტანკები და რეაქტიული სისტემები Смерч. ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებს „ფსბ“ იცავს, რომელიც რეგიონებში არ უშვებს ევროკავშირის დამკვირვებლებს.

„ტალინში, ბრიუსელში, პარიზსა და ვაშინგტონში, ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, რისი მიღწევა სურდა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებისას. ნუთუ კრემლს იმედი აქვს, რომ ქვეყანას არ მიიღებენ ნატოში მხოლოდ იმიტომ, რომ ტერიტორიის ერთი მეხუთედი სხვა სახელმწიფოს აქვს ოკუპირებული? ნუთუ რუსეთის ხელისუფლებას არ გაუგია, რომ ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს უკვე დაპირდნენ ამ ორგანიზაციის წევრობას?“ - აღნიშნავს სტატიის ავტორი და რუსეთის მომავალ გეგმებზეც წერს:

„რუსეთი არ წყვეტს მცდელობას, ხელი შეუშალოს თავის მეზობელს ნატოში შესვლაში...  თუ პუტინის გულახდილობებსაც გავითვალისწინებთ და რუსეთის სამხედრო ძალის გაძლიერებას საქართველოს ტერიტორიაზე, ეს უკვე თავისთავად საგანგაშოა. თუმცა ბატონ პუტინს შეუძლია სხვა ტაქტიკა გამოიყენოს იმისათვის, რომ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს: მას შეუძლია ეს გააკეთოს საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენით“ - წერს ესტონელი მინისტრი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს მცდელობები კონცენტრირებულია „ოპოზიციური ფიგურის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, რომელმაც თავისი ქონება ქაოსურ ვითარებაში, პოსტსაბჭოთა რუსეთში დააგროვა“.

რეინსალუს თქმით, ლობისტები, რიომლებიც ივანიშვილის მიერ ფინანსდებიან, და რომლებიც  ვაშინგტონსა და ბრიუსელში მუშაობენ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას  ბრალს სდებენ იმაში, რომ არის დიქტატორული, რეპრესიული, ანტიდემოკრატიული და არწმუნებენ ყველას, რომ ქვეყანა ჯერ არაა მზად, რათა დასაცლური სახელმწიფოების რიგში ჩადგეს.
„ამ ყველაფერში კი შეიძლება დავინახოთ საქართველოში ვითარების დესტაბილიზების რუსული მცდელობის მეორე ფაზა. თან უნდა გავიხსენოთ ერთი შემაშფოთებელი ნიშანიც: 2008 წელს რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა წრთვნა „კავკაზ 2008“, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ტარდებოდა. სწავლება „კავკაზ 2012“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის სახმელეთო და საჰაერო ძალები, სასაზღვრო ჯარები და შავი ზღვის ფლოტი, 17-23 სექტემბერსაა დაგეგმილი - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე“ - შენიშნავს სტატიის ავტორი.

ის გამოკითხვების შედეგებს იშველიებს:

როგორც გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, საქართველოს ამომრჩეველთა ორი მესამედი თვლის, რომ რომ ქვეყანა წორ გზას ადგას და 55 % აპირებს ხმა მისცეს მმართველ პარტიას.

ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს გეგმებს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მისი თქმით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ეჭვები აქვს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და რადგანაც „გამარჯვება ალბათ არ დარჩება „ქართულ ოცნებას“, ეს კოალიცია უკვე ამზადებს საფუძველს არჩევნების შედეგების დასაპროტესტებლად - ისინი უარს ამბობენ სცნონ შედეგები მაშინაც, თუკი მას საერთაშორისო დამკვირვებლები სცნობენ. ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ, ეს მხოლოდ კონფლიქტის პროვოცირებაა - საქართველოს საზღვრებთან წრთვნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ“ - წერს ესტონელი მინისტრი.

მისი თქმით, 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში დასავლეთისთვის მოულოდნელობა იყო - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არაერთხელ აცხადებდა რეგიონში რუსული სამხედრო ძალის ზრდასთან დაკავშირებით.

„ახლა საქართველო კვლავ მიმართავს დასავლეთს, ამჯერად, იწვევს საერთაშორისო დამკვირვებლებს, შეაფასონ დემოკრატიული პროცესი და თვალი მიადევნონ საპარლამენტო არჩევნებს. იმედი ვიქონიოთ, რომ დასავლეთი საკმარისად ბრძენი აღმოჩნდება იმისთვის, რომ დაინახოს დამატებითი თამაშები, რომლებიც მიმართულია საქართველოს იმიჯის ნგრევისა და ქვეყნის შიგნით ვითარების დესტაბილიზაციაზე“ ასე ამთავრებს ურმას რეინსალუ გაზეთ Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას.
0

ავტორი: