08:16:46     13-09-2012
კავკასიაში ომი „არაბულ გაზაფხულზე“ არ არის დამოკიდებული...
თურქული გამოცემა Radikal, რომელიც სირიაში მიმდინარე პროცესებს გულმოდგინედ ადევნებს თვალ–ყურს, კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე გამოაქვეყნა პუბლიკაცია. იგი ემყარება მოსკოვის მუდმივ შიშს იმის თაობაზე, რომ ე.წ. „არაბული გახაფხული“ კავკასიაში გამოდმოინაცვლებს. როგორც გამოცემა ირწმუნება, გარცელებული მოსაზრებით, რუსეთი გაძიერებულად ცდილობს სირიის საქმეში გარეშე ჩარევასა და რეჟიმის შეცვლას ხელი შეუშალოს, რადგანაც შიშობს, რომ ანალოგიური სცენარი შესაძლებელია ჩრდილოეთ კავკასიაშიც განვითარდეს.
მთლიანობაში Radikal–ის მოსაზრებით, ეს სწორია, მაგრამ კავკასიაში დაპირისპირება უკავშირდება ისტორიულ მიზეზებს და იგი არც „არაბულ“ და არც სხვა „გაზაფხულებზე“ არაა დამოკიდებული. გამოცემის მოსაზრებით, კავკასიაში მოხდა სამი „განხეთქილება“: რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის ოკუპაცია (1864 წელი), სსრკ–ს ფარგლებში ავტონომიური წარმონაქმნების წარმოშობა, ახალი დავა დამოუკიდებლობის შესახებ (1990–იანი წლები). „ჩეჩნეთის ბოლო ომმა რეგიონს დაუტოვა „მკაცრი“ მემკვიდრეობა – კავკასიის ემირატი. ამ მოძრაობის მიზანია კავკასიის, როგორც შარიატის სახელმწიფოს შექმნის განვრცობა“, – წერს თურქული გამოცემა.
Radikal–ისვე მოსაზრებით, „ბოლო რამდენიმე კვირის ორი გამაოგნებელი მოვლენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რაც მთელს რეგიონზე შეიძლება გავრცელდეს“.
ერთ შემთხვევაში, აქ საუბარია 28 აგვისტოს დაღესტნის სუფისტი შეიხის საიდის ლიკვიდაციაზე, რომელიც რუსმა მუსულმანმა ქალმა, ალა საპრიკინამ (ამინატ ყურბანოვა) ააფეთქა. „იგი რუსი ყოფილი მსახიობი, მოცეკვავე ქალია, რომელმაც ისლამი მიიღო“, – გასაკუთრებით ხაზს უსვამს გამოცემა.
Radikal–ის მოსაზრებით, კავკასიაში სალაფიზმსა და სუფიზმს შორის დაპირისპირების მიზეზი ისაა, რომ სუფისტი „თავისი არსებობის შესაძლებლობას ხედავს სალაფიზმსა და ვაჰაბიზმთან ბრძოლაში“.
„სუფიზმი ის მიმართულებაა, რომელსაც ხელს უწყობს პუტინი. საიდი გავლენიანი სუფისტი გახლდათ. მას უშიშროების სტრუქტურებში („ფეესბე“, შსს და სხვ.) მრავალი მიმდევარი ჰყავდა. იგი პუტინის მოკავშირე გახლდათ და, ბუნებრივია, მისი სიკვდილი კრემლისთვის სერიოზული დანაკარგია“.
პუტინის მოკავშირე მას შემდეგ სულ მალე ააფეთქეს, რაც სალაფიტებსა და სუფისტებს შორის არსებული იდეოლოგიური დაპირიპირების დასაძლევად კომისია შეიქმნა.
რეგიონში ვრცელდება ტენდენცია, რომ თითოეულ სალაფიტში პოტენციური ტერორისტი დაინახონ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საიდის 100 ათასამდე მიმდევარი მზადაა შური იძიოს მისი მკვლელობისთვის.
გაზეთის მტკიცებით, სწორედ საიდი იყო 1999 წელს „ვაჰაბიტების განადგურების“ მთავარი იდეოლოგი. 1999 წელს შეიქმნა შამილ ბასაევისა და ხატაბის წინააღმდეგ მებრძოლთა რაზმები. სწორედ იგი, ისევე როგორც ორივე კადიროვი (მამა და შვილი) უხსნიდნენ ხალხს, რომ „ვაჰაბიტების“ მკვლელობა და რუსებისადმი დახმარება საღვთო საქმეა.
გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულიდან, თურქულ გაზეთს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ომის გაჩაღება სწორედ ამ დაპირისპირებაზეა დამოკიდებული.
0