08:52:28     12-09-2012
რა მიზნით ჩამოაყალიბა „გრუ“–მ „მართლმადიდებელთა პოლკი“
რუსეთის „გრუ“–მ ე.წ. „ჩეჩნეთის ომის ვეტერანებისგან“ „პირველი მართლმადიდებლური პოლკი“ ჩამოაყალიბა. „ გრუ“ რომ ამას კარგი საქმეების გასაკეთებლად არ გააკეთებდა, ფაქტია. რუსული ოპოზიციის ცნობით, „პოლკის“ მიზანია რუსეთის შიგნით „თეთრი რევოლუციის“ ჩახშობა, ხოლო მის ფარგლებს გარეთ კი ტერაქტების განხორციელება. რუსული ოპოზიცია შიშობს, რომ მსგავსი „ პოლკების“ ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს მართლმადიდებლური სიკვდილის ესკადრონების შექმნას.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 18 აგვისტოს ერთ–ერთმა ასეთმა დაჯგუფებამ სახელწოდებით „სვიატაია რუს“ („წმინდა რუსეთი“) გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მისი მოხალისეთა მართლმადიდებლური რაზმები დაიწყებდნენ პატრულირებას მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში“. რაზმის ხელმძღვანლის, ივან ოტრაკოვსკის მიმართვაში ნათქვამი იყო: „ინფორმაციას ვაწვდით ყველას: იმ პირების მიმართ, ვინც მღვდლების წინააღმდეგ აგრესიას გამოიჩენს, უფლებას ვიტოვებთ, შესაბამისი ზომები მივიღოთ“.
მოგვიანებით, „სვიატაია რუსის“ ინტერნეტ–რესურსებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ „მართლმადიდებლური პოლკის“ წევრები ტყიან მასივებში გაივლიდნენ მომზადებას.
მათ მიერვე გავრცელებულ ფოტოებზე გასახული იყო მამაკაცები შავფორმაში, ან კამუფლიაჟში პისტოლეტით ან „კალაშნიკოვის“ ავტომატით ხელში. სურათზე იყო მინაწერი, რომ ისინი მღვდელმსახურთა გარდა დაიცავდნენ ასევე რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსი ეროვნების მოქალაქეთა ინტერესებს.
ოტრაკოვსკიმ აგვისტოში ტელეკომპანია „მირთან“ ინტერვიუში აღნიშნა: „ჩვენ შევეცდებით წესრიგი დავამყაროთ, ხალხი ერთ მუშტად შევკრათ“. მოგვიანებით ინტერვიუში მანვე განაცხდა, რომ მათ მიერ ჩამოყალიბებულ თითოეულ რაზმში 100–მდე აქტიური წევრია გაერთიანებული, მოძრაობას კი უკვე 5 ათასამდე მხარდამჭერი ჰყავს, ხოლო ყოველდღიურად 2 ათასამდე წერილი მოსდით რაზმეულში გაწევრიანების მსურველებისგან.
გასულ კვირას კი, იმავე ოტრაკოვსკიმ ახალი განცხადებაგაავრცელა თავიანთ საქმიანობასთნ დაკავშირებით. „ორგანიზაცია „სვიატაია რუს“ აერთიანებს „ცხელ წერტილებში“ ნამსახურებ, თადარიგში გასულ სამხედროებს“, – ნათქვამი იყო მის განცხადებაში.
თავად ოტრაკოვსკის ჩეჩნეთის ომი აქვს გამოვლილი. „სვიატაია რუსის“ წევრებზე ინტერნეტ–გამოცემა PublicPost–თან ინტერვიუში იგი ამბობს: „ესენი არიან სამხედრო ომის გამოცდილების მქონე კუნთმაგარი ბიჭები“.
როგორც „სვიატაია რუსის“ საიტზეა მითითებული თავად 37 წლის ოტრაკოვსკის 1993–1997 წლებში კიროვის სახელობის სახმელეთო ჯარების მეთაურთა სასწავლებელში უსწვალია. შემდეგ ლეიტენანტის წოდებით წელიწადნახევარი ჩრდილოეთ კავკასიაში უმსახურია მზვერვ–მედესანტეთა ასეულში მზვერავთა სპეციალური ჯგუფის მეთაურის რანგში. მამამისი, გენერალ–მაიორი, ალექსანდრე ოტრაკოვსკი 2000 წლის 6 მარტს ვედენოსთან მოკლეს, ხოლო თავად ივან ოტრაკოვსკიმ, რომელიც სნაიპერთა ოცეულს მეთაურობდა, მამის დაღუპვამდე ორი კვირით ადრე კონტუზია მიიღო. შემდეგ იგი სამოქალასქო პირი ხდება და მეწარმეობით დაკავდა, მაგრამ შემდეგ „მართლმადიდებელთა პოლკის“ შექმნით დაინტერესდა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ომგამოვლილთა გარდა ამ „პოლკში“ კაზაკებიც არიან გაერთიანებულნი და მათ მთავარ მიზანს ახლა მართლმადიდებელთა ინტერესების დაცვის გარდა, „თეთრი რევოლუციის“ ჩახშობაც შეადგენს.
0