08:20:52     11-09-2012
პოლონელი რეჟისორი ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის დაღუპვაზე ფილმს გადაიღებს
ვარშავაში გამომავალი ოპოზიციური გაზეთის Gazetą Polską Codziennie–ს მტკიცებით, რეჟისორი ანტონ კრაუზე 2010 წლის 10 აპრილის სმოლენსკის აქვიაკატასტროფაზე ფილმის გადაღებას აპირებს, რომელშიც მან საზოგადოებას უნდა უჩვენოს, რომ ეს იყო რუსების მიერ მოწყობილი ტერაქტი. „ანტონ კრაუზეს სურს სმოლენსკთან თვითმფრინავის დაღუპვის შესახებ ფილმის გადაღება. გამოჩენილი რეჟისორი ანტონ კრაუზე გაზეთ Gazetą Polską Codziennie–სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მან მხატვრული ფილმის, რომელიც მიეძღვნება სმოლენსკთან თვითმფრინავის დაღუპვას, გადასაღებად მზადება უკვე დაიწყო. სცენარის ავტორია მარცინ ვოლსკი. ვიმედოვნებ, რომ ხალხი დამეხმარება“,– თქვა მან.
კრაუზემ, რომელიც ისეთი ფილმების რეჟისორია, როგორებიცაა „შავი ხუთშაბათი“ და „აკვარიუმი“, უკვე დაარეგისტრირა ფონდი „სმოლენსკი–2010“, რომელიც ფილმის გადასაღებ თანხას მოაგროვებს.
რეჟისორმა აღიარა, რომ 2010 წლის წლის 10 აპრილის მოვლენებზე ფილმის გადაღების შესახებ გადაწყვეტილება მიაღებინა იმ გარემოებამ, რომ ყოველდღიურად სულ „ახალ–ახალი მტკიცებულებანი ჩნდება, ეს ტრაგედია არ იყო უბრალოდ თვითმფრინავის დაღუპვა“.
მანვე განაცხდა, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი იქნება პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი და მისი გარემოცვა. ერთ–ერთი პერსონაჟი იქნება ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელიც კატასტროფას იძიებს. კრაუზემ განმარტა, რომ ფილმის გადაღება სავარაუდოდ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.
ცნობისათვის, ანტონ კრაუზეს ფილმი „შავი ხუთშაბათი“ ეძღვნება 1970 წლის დეკემბერში პოლონეთში მუშათა გაფიცვებს, რომელიც მოსკოვის ბრძანებით მკაცრად ჩაახშვეს.
რაც შეეხება კრაუზეს ერთობლივ პოლონურურ–გერმანულ–უკრაინულ ფილმ „აკვარიუმს“, იგი მან 1996 წელს გადაიღო ვიქტორ სუვოროვის მოთხრობის მიხედვით. ფილმში მოთხრობილია, როგორ ამზადებენ რუსეთში ჯაშუშებსა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს. ფილმში განმარტებულია ასევე, თუ რა იმალება სინამდვილეში აბრევიატურა“გრუს“–ს ქვეშ, რატომ შეიქმნა ეს საიდუმლო სტრუქტურა და რა სამუშოს ასრულებს სინამდვილეში იგი.
0