საზარელი შემთხვევა ბრაზილიაში: ფეხბურთელმა საყვარელი მოკლა და მისი სხეული ძაღლებს აჭამა საზარელი შემთხვევა ბრაზილიაში: ფეხბურთელმა საყვარელი მოკლა და მისი სხეული ძაღლებს აჭამა />


  17:52:47     10-09-2012

საზარელი შემთხვევა ბრაზილიაში: ფეხბურთელმა საყვარელი მოკლა და მისი სხეული ძაღლებს აჭამა

a21370.jpg

ცნობილი ხდება ახალი დეტალები სკანდალური ისტორიისა, რომელიც ბრაზილიაში მოხდა. ცნობილმა ფეხბურთელმა ბრუნო ფერნანდეს დე სოუზამ 25 წლის მოდელი და პორნოვარსკვლავი ელიზა სამუდიო მოიტაცა. დღემდე,  ფეხბურთელი მხოლოდ თავდასხმისა და გატაცების გამოა ბრალდებული და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს კიდეც მისჯილი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი 2010 წელს მოხდა, თუმცა მისი ახალი დეტალები ახლა ხდება ცნობილი.

გამოძიების ვერსიით, გატაცების შემდეგ, ფეხბურთელმა  მოდელი სასტიკად აწამა, შემდეგ მოკლა, დაანაწევრა, ხოლო სხეულის ნაწილები თავის ძაღლებს მიუგდო შესაჭმელად. ასე შეეცადა ბრაზილიაში ცნობილი 27 წლის მეკარე საკუთარი რეპუტაციის შენარჩუნებას. მიზეზი კი ამ საშინელი ისტორიისა გახდა ის, რომ ცოლ-შვილიანი ფეხბურთელის საყვარელმა მისგან შვილი გააჩინა.

ახლა ბრუნო დე სოუზას ახალ ბრალს წაუყენებენ, - უკვე მკვლელობისათვის. კიდევ უფრო შოკისმომგვრელია ის, რომ მოდელის გატაცებაში ბრუნოს ცოლიც მონაწილეობდა, - დაიანა და კიდევ 7 ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვანი ნათესავი, რომელიც პოლიციის ყოფილი გამომძიებლის ლუის სანტოსის შვილია. ელიზა სამუდიო 2010 წლის 4 ივნისს პირდაპირ რიო-დე-ჟანეიროს სასტუმროდან მოიტაცეს. მძევალი ბელუ-ორიზონტის ერთ-ერთ სახლში დამალეს , რომელიც რიოდან 350 კილომეტრის დაშორებითაა. იქ ფეხბურთელის ოჯახი შაბათ-კვირას ისვენებდა ხოლმე.

სახელმწიფო ბრალდების მონაცემებით, ექს-პოლიციელი ლუის სანტოსი ტყვეს სასტიკად აწამებდა, ფეხბურთელი კი ამ სცენებს სიამოვნებით უყურებდა და ტკბებოდა. ასეთ დროს ბოროტმოქმედები მაღალ ხმაზე რთავდნენ მუსიკას, რომ მეზობლებს კივილის ხმა არ გაეგოთ. მძევალი ეხვეწებოდა, რომ შეეწყვიტათ მისი წამება, მაგრამ სანტოსი პასუხობდა: „თქვენ არც უნდა ითმინოთ, უბრალოდ, უნდა მოკვდეთ“. როცა ბოლოს და ბოლოს ქალი მოკლეს, მისი სხეული დაანაწევრეს და როტვეილერებს დაუდეს, ზოგიერთი ნაწილი კი მიწაში ჩამარხეს და ზედ ბეტონი დაასხეს. ამის შემდეგ ბრუნომ თავის ცოლს უბრძანა ეთქვა, რომ 4 თვის ბავშვი, ვითომ აიყვანეს.

დაკითხვაზე კი მან განაცხადა, რომ ელიზა სამუდიო „მეძავი იყო, რომელზეც არავინ იდარდებს“. პროკურატურის მონაცემებით, ფეხბურთელი თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდა: უყვარდა მარიხუანა და სხვა სპორტსმენებთან ერთად ორგიებში მონაწილეობდა. ამასთან, ძალიან უფრთხილდებოდა თავის რეპუტაციას, რაც გახდა კიდეც დანაშაულის მიზეზი.

პოლიციის მონაცემებით, ბრუნოსა და ელიზას ურთიერთობა შემთხვევითი ნაცნობობის შემდეგ დაიწყო. ქალი დაფეხმძიმდა და როცა ბრუნოს უთხრა, რომ მისი შვილი უნდა გაეჩინა, ეს უკანასკნელი განრისხდა. ფეხბურთელი უარყოფს დანაშაულს, თუმცა სამართალდამცველებს ყველა მტკიცებულება აქვთ. ამ ისტორიამ ბრაზილიაში ყველაზე გამოცდილი და სტაჟიანი გამომძიებლებიც კი შოკში ჩააგდო.

0

ავტორი: