ივანიშვილის პროპაგანდისტი „ინფო 9“ (ვიდეო) ივანიშვილის პროპაგანდისტი „ინფო 9“ (ვიდეო) />


  15:55:33     10-09-2012

ივანიშვილის პროპაგანდისტი „ინფო 9“ (ვიდეო)

a21360.jpg

მეოცნებეების წინასაარჩევნო ვოიაჟი ზუგდიდის რაიონში ამჯერადაც კრახით დასრულდა. წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში აგიტაციის ჩასატარებლად მისულ  კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, სოფლის მოსახლეობამ „მოღალატეეები და ჩარეცხილები“ უწოდა. რაიონის სხვა სოფლებშიც ანალოგიური ტენდენცია შეინიშნებოდა. მოსახლეობის ნაწილმა სახლების წინ პრეზიდენტის პლაკატები გამოფინა. 

ხალხი აცხადებს, რომ ისინი მმართველი გუნდის ხედვას სრულად იზიარებენ. გარდა აღნიშნულისა, სამეგრელოში კოალიციის წევრებს აგიტაციაში ამჯერად ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ინფო 9“-ს ჟურნალისტებიც ეხმარებიან. 

სამეგრელოდან მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ „ინფო9“- ის აბაშელი კორესპოდენტი, ქეთი მიქაძე "ქართული ოცნების" პროპაგანდას ეწევა.  ჟურნალისტი ირწმუნება, რომ პოლიციისა და სასამართლოს რეფორმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა. 

„რეალური ძალა გამოჩნდება... შანსი ხომ უნდა მივცეთ, მას არ ეძლევა საშუალება სიკეთე გააკეთოს, რომ თქვენ ოჯახს დაეტყოს. არჩევნებზე წასვლამდე ყველანაირი ბუკლეტი წაიკითხეთ “,- მოუწოდებს რიგით აბაშელს „დამოუკიდებელი“  ჟურნალისტი, რომელსაც ზურგს მეოცნებეთა არმია უმაგრებს... 

0

ავტორი: