აშშ რუსეთს „მაგნიტსკის სიის“ შესახებ კანონის ორი ვარიანტით ემუქრება აშშ რუსეთს „მაგნიტსკის სიის“ შესახებ კანონის ორი ვარიანტით ემუქრება />


  08:14:36     10-09-2012

აშშ რუსეთს „მაგნიტსკის სიის“ შესახებ კანონის ორი ვარიანტით ემუქრება

a21344.jpg

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი კონგრესმენები „მაგნიტსკის სიის“  შესახებ კანონის თაობაზე ერთდროულად  ორ ვარიანტს განიხილავენ. როგორც  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა აზია–წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაშინგტონში ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობენ.

„ჩვენ გვჯერა, რომ აქ, რუსეთში, ადამიანის უფლებათა დაცვის თემის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. კონგრესის წევრებსაც ასევე სჯერათ ამისი. მათ  ამ კანონპროექტის ორი სხვადასხვა ვარიანტი მოამზადეს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. თუმცა, რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან, მას არ დაუზუსტებია. 

ვლადივოსტოკში გამართული აზია–წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის მსვლელობისას ჰილარი კლინტონი შეხვდა როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს, ასევე პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსაც. რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მოლაპარაკებებზე ისაუბრეს ასევე Pussy Riot–ის საქმეზეც. როგორც სერგეი ლავროვმა ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მას „მაგნიტსკის სია“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან არ განუხილავს.

„ჩვენ არ ვაპირებთ დავინტერესდეთ იმ რაღაც სიების შინაარსით, რომლებსაც იმ გამოძიების ირეგვლივ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობს, არაფერი აკავშირებთ“, – განაცხადა რუსმა მინისტრმა.

არც პუტინს წამოუწევია ეს თემა. „ჩვენ შევეხეთ პრობლემურ „ცხელ“ წერტილებს მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთში, აქ რეგიონში, აზიაში. ეს იყო კონსტრუქციული, ძალზე საქმიანი საუბარი“, – პუტინის სიტყვების ციტირებას ახდენს სააგენტო „ნოვოსტი“.

ცნობისათვის, სექტემბრის დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იმ რუს ჩინოვნიკებს, რომლებიც „მაგნიტსკის სიაში“ ფიგურირებდნენ. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ მსგავსი შეზღუდვა უკვე კარგა ხანია, რაც მოქმედებს. ამას გარდა ამჟამად კონგრესში განიხილება კანონპროექტი, რომელმაც „მაგნიტსკის სიის“ ფიგურანტთა მიმართ სანქციები უნდა გაამკაცროს. როგორც მოსალოდნელია, მას ჯეკსონ–ვენიკის შესწორების, რომელიც რუსეთ–ამერიკას შორის ზოგიერთ სფეროში ვაჭრობას ზღუდავს (ასეთი იდეა ჯონ მაკეინის ეკუთვნის)  გაუქმების პარალელურად მიიღბენ.

0

ავტორი: