08:10:13     10-09-2012
რუსებმა მირეი მატიე ცენზურის ქვეშ გაატარეს
რუსული მასმედია რომ თავისუფალი არ არის და მას მთლიანაც კრემლი აკონტროლებს, ნათელია. გამომდინარე აქედან, ნებისმიერი ტელეარხი რომ პუტინის გოშიების ცენზურას გადის არც ესაა ვინმესთვის სიახლე. თანაც ისიც კარგადაა ცნობილი, რომ რუსებისთვის ავტორიტეტს მნიშვნელობა არა აქვს. თანაც მათთვის სულერთია ავტორიტეტი რა დონისაა – მსოფლიო, თუ ადგილობრივი მნიშვნელობის, უცხოელი, თუ რუსი.
აბა, რას იფიქრებდა ცნობილი ფრანგი მომღერალი, მირეი მატეიე, რომ მასაც რუსული ცენზურის გავლა მოუწევდა. არადა, ნამდვილად ასე რომ მოხდა, ფაქტია. როგორც თავად სახელგანთქმული ფრანგი მომღერალი ირწმუნება, მისი გამოსვლა ტელეარხ „ტევეცე“–ს ეთერში ცენზურას დაექვემდებარა. მირეი მატიესთვისთვის უკითხავთ, თურმე, იგი, როგორც მორწმუნე რას ფიქრობდა Pussy Riot–ის აქციების შესახებ. ცხადია მანაც თავისი მოსაზრება გამოთქვა, რა თქმა უნდა, ფრანგულ ენაზე. თუმცა, როგორც თავად ამტკიცებს, მისი ფრანგულად ნათქვამი რუსულად სულ სხვაგვარად ითარგმნა. მატიე ირწმუნება, რომ შეკითხვაზე ასე უპასუხა: „როგორც ქალი და ქრისტიანი მე ვითხოვ, რომ შეიწყალონ ეს სამი ახალგაზრდა გოგო“.
„ტევეცე“–ს ხელმძღვანელობამაც აღიარა რომ მირეი მატიესთან ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც Pussy Riot–ს შეეხება, არასწორად იქნა თარგმნილი.
„ჩვენ ძალზე ვწუხვართ და ბოდიშს ვიხდით მომხდარის გამო. დამნაშავე ჟურნალისტი დაისჯება“, – პირობა დადო „ეხო მოსკვის“ ეთერში „ტევეცე“–ს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ვიაჩესლავ მოსტოვოიმ. მანვე დასძინა, რომ, როგორც კი თარგმანში უზუსტობები შეამჩნიეს, შესაბამისი ჩასწორებები გაკეთდა და საიტზე ზუსტი თარგმანია. „ტევეცე“–ს ჟურნალისტმა მირეი მატიეს ჰკითხა, რას ფიქრობს მომღერალი Pussy Riot–ის აქციებზე. იმ ვერსიით, რომელიც ეთერში გავიდა, გამოტოვებული იყო სიტყვები, სადაც მატიე, როგორც ქალი, მსახიობი და ქრისტიანი ითხოვს ამ სამი ახალგაზრდა გოგოს შეწყალებას.
0