13:18:56     09-09-2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში (ფოტო)

საქართველოს 11 ქალაქში, დედაქალაქის ჩათვლით, პარტიის ყრილობა ჩატარდა. მინიმუმ ერთსაათიანი, მაქსიმუმ კი ორსაათიანი შუალედებით ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებულ ქალაქებში ყრილობის ჩატარებას, შესაძლოა, ის მიზანიც ჰქონდა, რომ მითი აქციიდან აქციაზე ერთი და იგივე ადამიანების ტარების შესახებ საბოლოოდ დამსხვრეულიყო.
შედეგმა ყველაზე ოპტიმისტთა მოლოდინსაც კი გადააჭარბა: უამრავი ხალხი ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, თელავში და სხვა ქალაქებში, გადაკეტილი ქუჩები, თავიანთი სურვილით მიტინგზე მიმავალი ხალხი - მსგავსი პოლიტიკური აქტივობით აქამდე არცერთი პარტია არ ყოფილა გამორჩეული...
ყრილობის დაგვირგვინება იყო თბილისში, სპორტის სასხლეში ჩატარებული თავყრილობა, სადაც უამრავმა მსურველმა ვერ შეძლო მოხვედრა.
0