დაღესტანში, მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის გადასროლა ხდება... დაღესტანში, მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის გადასროლა ხდება... />


  01:34:07     09-09-2012

დაღესტანში, მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის გადასროლა ხდება...

a21300.jpg

რუსულ ბლოგებზე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაღესტნის სამხრეთ რაიონებში ნოვოროსიისკიდან სრული შემადგენლობით მიმდინარეობს მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის გადასროლა, რომლის პირადი შემადგენლობაც 6 ათას ადამიანს ითვლის.

რესურსები, რომლებიც ამ ინფორმაციას ავრცელებენ, აღნიშნავენ, რომ გასულ კვირას ბოევიკთა ბანდამ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი გადაკვეთა, რომელთა წინააღმდეგაც საქართველოს შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა. ამავე რესურსებზე ვრცელდება ე.წ. „დამკვირვებელთა მოსაზრებები“, რომელთა თანახმადაც, ეს ოპერაცია, ანუ დივიზიის გადასროლა დაღესტანში „დაკავშირებულია საქართველო-დაღესტნის საზღვარზე გართულებულ სიტუაციასთან“.

ამავე წყაროებს ეყრდნობიან საიტები „ჩეჩენნიუსი“ და „ვდაგესტან.კომ“, რომლებიც დასძენენ, რომ დივიზიის გადასროლა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს.

ამასთან, მიანიშნებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა იმ ფონზე, როცა რუსულ მედიაში ასევე აქტიურად საუბრობენ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ოპერაციების სამზადისის შესახებ და კავკასიის იატაკქვეშეთთან ბრძოლაში რთავენ არმიის ნაწილებს.

ამის შესახებ მიმდინარე კვირას „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერდა, ასევე სხვა საინფორმაციო საშუალებებიც პირდაპირ იუწყებოდნენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ომში ჩასართავად რუსულ არმიას ამზადებენ.

მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზია 1948 წელს არის ფორმირებული. 1988-1989 წლებში მონაწილეობდა ბაქოში არეულობების ლიკვიდაციაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ჩეჩნეთის პირველ ომში - ჯერ გროზნოზე შტურმის ოპერაციაში, მერე კი ჩეჩნეთის მთებში წარმოებულ ბრძოლებში. ამასთან, 1993-1996 წლებში მისი პირადი შემადგენლობა აფხაზეთშიც იყო შეყვანილი, სადაც ე.წ. სამშვიდობო ამოცანებს ასრულებდა.

0

ავტორი: