სასტიკი შურისძიება: ქალმა მოძალადეს სასქესო ორგანო და თავი მოაჭრა სასტიკი შურისძიება: ქალმა მოძალადეს სასქესო ორგანო და თავი მოაჭრა />


  01:29:56     09-09-2012

სასტიკი შურისძიება: ქალმა მოძალადეს სასქესო ორგანო და თავი მოაჭრა

a21299.jpg

ქალი, რომელიც გააუპატიურეს, ახლა თავად ელოდება სასჯელს. მან შურისძიება სასტიკი მკვლელობით გადაწყვიტა. 26 წლის ნევინ იილდიმირიმა მამაკაცს, რომლისგანაც გაუპატიურების შემდეგ დაფეხმძიმდა, ჯერ ტყვია ესროლა, მერე თავი მოაჭრა და თმებით სოფლის ხალხმრავალ პარკამდე ათრია.

ამბავი თურქეთში მოხდა, ქალი ქმარ-შვილიანია და მასზე ძალადობა ნურეთინ გიდერმა მუქარით მოახერხა - ქმრის სახლში არყოფნის დროს პისტოლეტით თავს დაესხა და შვილების მოკვლით დაემუქრა.

ის ქალს 8 თვის განმავლობაში აუპატიურებდა, ხოლო როცა დაფეხმძიმდა, შიშველ მდგომარეობაში ფოტოები გადაუღო და დაემუქრა, თუ ჩუმად არ იქნებოდა, სურათებს გაავრცელებდა.

ქალმა ბოლოს და ბოლოს  გადაწყვიტა თავისი ტანჯვისთვის ბოლო მოეღო და ერთ-ერთ ჯერზე, როცა მოძალადემ ისევ მიაკითხა, იარაღი ესროლა. „ის იატაკზე დაეცა. თან მიყვიროდა. მე მას სასქესო ორგანოები მოვაჭერი. ის დადუმდა. ვიცოდი, რომ უკვე მკვდარი იყო. მერე კი თავი მოვაჭერი“ - განაცხადა ქალმა.

ნევინმა მამაკაცს 10-ჯერ ესროლა და მხოლოდ რამდენიმე ტყვია ააცილა. ამის შემდეგ კი გამწარებულმა ქალმა მას დანითაც მიაყენა ჭრილობები. მკვლელობის დამალვა არც უცდია. პირიქით, მოჭრილი თავის თმებით აიღო და სოფლის ცენტრალურ პარკში მიიტანა, რომელიც ხალხით იყო სავსე.

ტრაგედიის ადგილზე პირველად  ადგილობრივი ტელეკომპანიის ჟურნალისტები მივიდნენ, რომლებმაც მამაკაცის მოჭრილი თავის გადაღება პოლიციის მისვლამდე შეძლეს.

ამ სცენის შემსწრე შოკირებულ მამაკაცებს კი ნევინმა ასე მიმართა: „ნუ ილაპარაკებთ ჩემზე ჩემს ზურგს უკან და ნუ შებღალავთ ჩემს პატივს. აი, თავი მამაკაცისა, რომელიც ჩემს ღირსებას შეურაცხყოფდა“.

ქალი ამბობს, რომ ყველაფერი გააზრებულად გააკეთა და სრულიად შეგნებულად არ მიმართა თავიდანვე პოლიციას, რადგან ასეთ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას მიაყენებდა ზიანს. ამასთან, არაერთხელ თვითმკვლელობაც დააპირა, მაგრამ ორი შვილის დედას გაუჭირდა ამის გაკეთება.

ახლა კი დარწმუნებულია, რომ მის შვილებს აღარავინ დასცინებს სკოლაში და პირიქით, მათ უწოდებენ იმ ქალის შვილებს, რომელმაც თავისი პატივი და ღირსება თავადვე დაიცვა.

ნევინ იილდიმირი ახლა ფეხმძიმობის მე-5 თვეშია და ხელისუფლებისგან მოითოვს ნებართვას, რათა ნაყოფი მოიცილოს, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში 4 კვირაზე მეტი ასაკის ნაყოფის მოშორება კანონით არის აკრძალული. თურქეთში ეს საკმაოდ გახმაურებული ისტორიაა და როგორც ამბობენ, ნევინს ქალები გმირად თვლიან.

0

ავტორი: