11:51:37     08-09-2012
მწყრის ხარჩო ნიგვზით
მასალა:
მწყერი 4–5ც.
ხახვი 3ც.
ნიორი 3-4 კბილი
ტომატი 1 ს/კ.
ნიგოზი 1 ჭიქა ან ნახევარი
ხმელი ქინძი 1 ჩ/კ.
ყვითელი ყვავილი 1 ჩ/კ.
დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მწყერი გავრეცხოთ და დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ დიდ ტაფაში ან ქვაბში, დავასხათ ცოტა წყალი და მოვთუშოთ. როცა ხორცი ჩარბილდება, დარჩენილი სითხე შევინახოთ ცალკე. მწყერი შევაწითლოთ თუ ცხიმი არ არის საკმარისი, მაშინ დავამატოთ მცენარეული ზეთი ან კარაქი. ხორცის შეწითლების შემდეგ ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გავაგრძელოთ თუშვა ხახვის შეწითლებამდე. შემდეგ დავამატოთ ტომატი, დავნაყოთ ნიგოზი, ხმელი ქინძი, ნიორი და წიწაკა ერთად. გავხსნათ გადანახულ ბულიონში. ქვაბში ჩავუშვათ დანაყილი საკმაზი და დავასხათ ადუღებული ცხელი წყალი, ისე რომ ხორცი დაფაროს 2-3 სმ-ზე. მოვურიოთ და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 30-40 წუთი, სანამ ნიგოზი კარგად არ ჩაიხარშება. ჩახოხბილი გავსინჯოთ მომზადების ბოლოს, თუ რაიმე აკლია – დავამატოთ (მარილი, წიწაკა).
0