18:20:00     07-09-2012
ივანიშვილის „შავი ბუღალტერია“ - სკანდალური დოკუმენტი

„პრესა.ჯი“-ს ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ჟურნალისტებისთვის, „შავი ბუღალტერიის“ გზით გარკვეული თანხების გადახდას ასახავს.
დოკუმეტი ხელნაწერი გახლავთ და როგორც ჩანს, ვიღაცის სამუშაო ჩანაწერს წარმოადგენს. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა, ნათლად წარმოაჩენს ოლიგარქის მიერ „ადამიანებით ვაჭრობის“ ფაქტს.
განსაკუთრებით საინტერესოა სიის უკანასკნელი წარმომადგენლის, ნოდარ ჯავახიშვილის მონაცემები. რატომ მოხვდა ჯავახიშვილი „შავ ბუღალტერიაში“ გაურკვეველია, მაშინ როცა სიის ყველა წევრი ჟურნალისტია.
ბატონ ჯავახიშვილს 150 ათასი ლარი აუღია სალაროდან, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. სამაგიეროდ, გათვალისწინებული ხარჯები აქვს ეკა ბერიძეს. მას სულ რაღაც 20 ათასი ეყო, საეთერო პიჯაკებისთვის.
შალვა რამიშვილი ამ სიაშიც გაუგებრობაშია. რაში დასჭირდა მას რამდენიმე ათასი ლარის საკანცელარიო ნივთები? როგორც ჩანს, ლიუბა ელიაშვილის დის სახელი „ოცნების“ „შავმა“ ბუღალტრებმაც არ იციან.
ირკვევა ისიც, რომ ალკოჰოლს მიძალებული ვასიკო მაღლაფერიძე „დაბალანაზღაურებადია“. სხვების საპრემიო თანხა ბევრად აღემატება მის 5 000 ლარს. მაგალითად ნათია ლაზაშვილისას, რომელმაც 15 ათასი დოლარი აიღო.
რა წერია დოკუმენტში, რომელიც შემდეგნაირადაა დასათაურებული: "ხელზე გაცემული თანხა"?
1. იმედა დარსალია - 32 400 ლარი
2. რუხაძე თამარი - 41 000 ლარი + (10 000 საპრემიო გადანაწილებისათვის)
4. ელიაშვილი ლ + და - 65 000 დოლარი (აიღეს ბანკის კურსით დახურდავებული ლარებში)
5. ლეჟავა ნანა - 50 000 დოლარი (გადახურდავებული ლარებში + ავტოტრანსპორტი, ტოიოტას ჯიპი და სხვა წვრილმანი ტექნიკური აღჭურვილობისათვის - 150 000 ლარი) დამატებით ოფისის ქირა, 6 თვის - 18 000 დოლარი
7. ყანდიაშვილი ნონა - (ტექნიკური აღჭურვილობა) – 300 000 (გადავეცით დოლარი)
9. ბერიძე ეკა - სტუდიისთვის ტანსაცმელი - 20 000 ლარი
11. გოგი ახალკაცი - 5 000 ლარი (პრემია)
13. ჯავახიშვილი ნოდარი - სალაროდან აიღო გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის - 150 000 ლარი
სიის ბოლოს არის ციფრებიც, თუმცა, ვინ და რატომ აიღო 10 ათასი ლარი, არ იკითხება. „პრესა.ჯი“ შეეცდება ამ სიაში მოხვედრილი ჟურნალისტების პოზიციის დაფიქსირებას. საინტერესოა, რას გვეტყვიან ბიძინავიზიის წარმომადგენლები...P.S: აღნიშნული დოკუმენტი „ქართული ოცნებიდან“ მოგვაწოდეს. როცა ჩვენ ეჭვი შევიტანეთ ამ დოკუმენტის რეალობაში და გაგვიჩნდა კითხვა: რატომ იყო სია შედგენილი ფურცელზე, ყოველგვარი ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე? წყარომ „ოცნებიდან“ აგვიხსნა - „ე.წ. შავი ბუღალტერია სწორედ ასეთ ფურცლებზე აღირიცხება, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ხელში ჩაუვარდება, პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ“...
0