გამოყენებული და გადაგდებული ზვიადაური გამოყენებული და გადაგდებული ზვიადაური />


  12:15:18     07-09-2012

გამოყენებული და გადაგდებული ზვიადაური

a21259.jpg

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სასაცილო საარჩევნო სია გამოაქვეყნა. ამ კაცმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ პილიტიკაში ბეცია. გარდა იმისა რომ მან არ იცის ქვეყნისთვის რა უფრო პრიორიტეტულია, ისიც არ სცოდნია, საარჩევნო სიის შედგენის დროს ვინ უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს.  

200 კაციანი სიის გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ უფრო დარწმუნდება საზოგადოება, რომ მილიარდერები ან იღბლიანები ხდებიან ან უნამუსოები. ამ ორს შორის რომელია ბიძინა - „ოცნებელებმა“ არკვიონ. 

შეიძლება იგი იღბლიანი უნამუსოცაა, თორემ არანაირ თეორემას არ ექვემდებარება , ის რომ ბიძინასნაირმა „აფრენილმა ფუტურისტმა“ ამხელა კაპიტალის დაგროვება შეძლო.

თუმცა ცხოვრება კანონზომიერია და ახლა დგება ის სამართლიანი მომენტი, როცა შემთხვევით აღზევებული ოლიგარქი, ნელნელა უბრუნდება საკუთარ ადგილს, რადგან „მხოხავად დაბადებულები ვერ ფრენენ“... 

ბიძინას საარჩევნო სია იქნება იმის გარანტი, რომ იგი მალე მიწაზე დაეშვება. ივანიშვილმა ბევრი ფული ჩადო, ბევრი ფული გადაიხადა, რომ „ბითუმად“ ეყიდა ნაღები ხალხი.

იგი „ძველმანებით“ მოვაჭრესაც შეიძლება შევადაროთ - დიდ ფუთებს რომ ყიდულობს, ათასი კაცის "ნახმარი" ტანსაცმლით სავსეს... ბიძინას ამ კომიკურად დაკომპლექტებულ სიაში, მოწინავე ადგილებზე თაღლითები, არაკაცები და არაპროფესიონალები არიან. 

„მარგალიტები“ კი საბრალოდ მიმობნეულან ამდენ აფერისტსა და გადამგდებს შორის. ჩვენი მხრიდან გვარების ჩამოთვლა ნამეტანი პატივი იქნება, ამიტომ დაინტერესებულებმა სიას გადახედეთ და ნამდვილად გაგეცინებათ, როცა ბიძინას პრიორიტეტულ ხალხს ნახავთ.

გარდა იმისა, რომ ბიძინასთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანებს, როგორც ასეთ ინდივიდებს, ეს სია იმასაც აჩვენებს, რომ ბიძინას თავი ღმერთი ჰგონია. იგი ფიქრობს, რომ ქვეყანა ისე მონუსხა, ასმერაღაცამდენე კაცსაც შეიყვანს პარლამენტში.

საინტერესოა, თავად ამ სიის წევრთა განწყობა. მაგალითად რას ფიქრობს ცნობილი აფერისტი ზვიად ზვიადაური, რომელმაც კარიერა ბიძინას პოლიტიკოსობას შესწირა. 

ზვიადაურს ნუთუ სჯერა, რომ ბიძინა პარლამენტში 88 კაცს შეიყვანს და 87–ე თავად იქნება? ასე დაემშვიდობა ბორისის ხელისბიჭად ქცეული ზვიადაური და ბევრი მისნაირიც საკუთარ ღირსებას, პროფესიას და პარლამენტსაც.

ზვიადაური, იქნებ ჯერ ვერც მიხვდა, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ "გონება გაეხსნება" და პირველ ოქტომბერს მაინც დარწმუნდება იმაში, რომ ის ბორისის ფავორიტი კი არა, გამოყენებული დეკორაციაა... არჩევნების შემდეგ, 87-ე -ზე "განთესილი" ზვიადაური აღარც ოლიგარქს გაახსენდება... 

თუმცა, საზოგადოების მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება მოგონება იმისა, თუ როგორ გაცვალა ზვიადაურმა მეგობრები და კოლეგები ბატონი ბორისის მიერ გადაგდებულ "ძვალზე"... 0

ავტორი: