"საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება"... "საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება"... /> "/> " />


  19:05:12     06-09-2012

"საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება"...

a21241.jpg

ამბასადორილაზე ნატოს გენერალური მდივანის ანდრეს ფოგ რასმუსენის სიტყვით გამოსვლა ცოტა ხნის წინ დასრულდა.  მან სასტუმრო  „რედისონი“ უკომენტაროდ დატოვა.

რაც შეეხება ქართული მხარის შეფასებებს, როგორც ჟურნალისტებს  გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა თავისი გამოსვლა სამ მნიშვნელოვან საკითხს დაუთმო.

„პირველი - ნატოს როლი საქართველოს უსაფრთხოების საკითხში, ასევე  დადასტურდა რომ ალიანსი საქართველოს უაღრესად სანდო ქვეყანად აღიქვამს და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველოს რასმუსენი ყველაზე საჭირო დროს, არჩევნების წინ ეწვია. დღეს, ქვეყანა დემოკრატიულ პროცესებშია ჩართული. ერთ თვეში გამჭვირვალე არჩევნები უნდა ჩავატაროთ. ის, რომ რასმუსენი საქართველოს როგორც სანდო ქვეყანას აღიქვამს გამოიხატება იმაშიც, რომ ნატოს არცერთი გენერალური  მდივანი დიპლომატების შეკრებაზე არ გამოვიდოდა“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განაცხადებით, ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას ბუქარესტისა და ჩიკაგოს სამიტის შედეგებზეც იყო საუბარი.

„სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებები რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს კი ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში მოხდება“,- დასძინა ვაშაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის შეფასებით კი, ამბასადორიალზე ნატოს გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლა, იმ ფონზე, რომ მას ნატოს განწყობები საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე კარგად ესმის, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

„ბატონმა რასმუსენმა საკმაოდ გახსნილად ისაუბრა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს გენერალური მდივნის სულისკვეთება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებაში“,- განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, მყარი რჩება ნატოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა  გახდება იმის მიუხედავად, რომ არსებობებენ  „მესამე“ ქვეყნები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან.

 

0

ავტორი: