მიხეილ სააკაშვილი: ყველაზე თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს ჩავატარებთ მიხეილ სააკაშვილი: ყველაზე თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს ჩავატარებთ />


  17:15:33     06-09-2012

მიხეილ სააკაშვილი: ყველაზე თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს ჩავატარებთ

a21240.jpg

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობის შემდეგ, წელს ქვეყანაში ყველაზე თავისუფალი, გამჭირვალე და უხვ დამკვირვებლიანი არჩევნები ჩატარდება.

ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რეფორმები და თავისუფლებისთვის ბრძოლა კი გაგრძელდება.

„დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ზუსტად იმ არჩევანს გააკეთებს, რომელიც  ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებას, ჩვენი თავისუფლების განმტკიცებას ემსახურება,“- განაცხადა პრეზიდენტმა. 

ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით კი, საქართველომ მნიშვენლოვან პროგრესს მიაღწია და სერიოზული სამუშაოები ჩატარდა, რამაც  ქვეყანა  ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოვა. მისი თქმით, ნატო-ს კარი ღიაა ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა რეფორმების და ინტეგრირების კუთხით.

„საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებთ ავღანეთში, რაც ძალიან დიდი მიღწევაა და მინდა მადლობა გითხრათ ამისთვის. საქართველოს აქვს სურვილი იყოს უფრო მეტი, ვიდრე პარტნიორი, თქვენ გინდათ, რომ გახდეთ ნატოს წევრი და ჩვენ ბუქარესტის სამიტზე გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანა გახდება ნატოს წევრი“,- აღნიშნა რასმუსენმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებითვე, საქართველო  რეფორმების გზაზე დგას, ნატო კი, ამ რეფორმების მხარდაჭერას გააგრძელებს. "მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოს დემოკრატიისათვის, ბრწყინვალე ტესტი იქნება. მაქვს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე თავის როლს შეასრულებს ამ პროცესში. მომავალი თქვენს ხელშია, მაგრამ თქვენ გყავთ მეგობარი, ნატოს სახელით“,-  განაცხადა რასმუსენმა.

სასტურმო „რედისონ ბლუ ივერიაში” ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და გენერალური მდივნის მოადგილე ჯეიმს აპატურაი ცოტა ხნის წინ მივიდნენ. აპატურაი „რედისონში“  საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მოაცილა. ამ წუთისთვის შეხვედრა დახრულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რასმუსენი სიტყვთ მიმართავს ამბასადორიალის მონაწილეებს.

სხდომაზე განხილული იქნება ჩიკაგოს სამიტის შედეგები და მისი განხორციელების პერსპექტივები.

0

ავტორი: