სკანდალი უკრაინაში: დედებს ახალშობილებს სძალავდნენ და ყიდდნენ სკანდალი უკრაინაში: დედებს ახალშობილებს სძალავდნენ და ყიდდნენ />


  15:32:50     06-09-2012

სკანდალი უკრაინაში: დედებს ახალშობილებს სძალავდნენ და ყიდდნენ

a21236.jpg

ოდესაში ახალშობილებით ვაჭრობის შესახებ სკანდალი აგორდა. როგორც გაირკვა, ამ საქმით ადგილობრივი ჩინოვნიკები რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები.

დედებს ახალშობილებს მუქარით ატოვებინებდნენ, სოციალურად დაუცველებს დედობის უფლებას ართმევდნენ, ზოგს კი ეუბნებოდნენ, რომ მათი შვილი დაიღუპა - ისე, რომ ცხედრებს არ ანახებდნენ. თავად კი ამ ბავშვებში სოლიდურ თანხებს იღებდნენ.

სკანდალი გასკდა. ჯერჯერობით შედეგი ისაა, რომ ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებულ ერთ პირს პირობითი სასჯელი მისცეს, ორს კი გაუსვლელობის ხელწერილი დაადებინეს.

თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მთავარი მოქმედი გმირები - ჩინოვნიკები, თავისუფლებაზე რჩებიან.  წინასწარი გამოძიებისას გაირკვა, რომ ბავშვის ყიდვის მსურველმა ერთმა ქალბატონმა  ოდესის პირველი სამშობიაროს იურისტს მიმართა, რათა მისთვის ჯანმრთელი ბავშვი მოეძებნა. იურისტმა კი რაიონულ საავადმყოფოში გადაამისამართა, სადაც გააფორმეს დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ბავშვის აყვანის მსურველი ქალი ბიოლოგიური დედა იყო ახალშობილისა, რომელიც ცოტა ხნის წინ, დედამ თითქოსდა, მიატოვა. ამ მომსახურებაში 4 ათასი დოლარი აიღეს.

გამოძიებამ ასევე გაარკვია,  რომ 2008-2010 წლებში ოდესის საავადმყოფოებში უამრავ ყალბ დოკუმენტებს ადგენდნენ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ასევე, გარდაცვალების აქტებს, შემდეგ კი ახალშობილებს მესამე პირებს გადასცემდნენ. ბავშვების ფასი 1500-დან 4000 დოლარამდე მერყეობდა. გამოძიებამ 10 ასეთი კრიმინალური ეპიზოდი გამოავლინა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს კიდეც და ახლა ჩვენებებს იძლევიან, სამართალდამცველები კი ამ წრეში ახლა თავისი „დანაშაულებრივი ჯგუფის“ შეშვებას აპირებენ, რათა ჩინოვნიკებზე გავიდნენ, რომლებიც ამ ბიზნესში არიან ჩართულები. როგორც ამბობენ, სქემაში არა მარტო ადგილობრივი, არამედ კიეველი ჩინოვნიკებიც მონაწილეობენ.

ამ შემთხვევების გახმაურების შემდეგ პოლიციასა და პროკურატურას უამრავი ადამიანი მიაწყდა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახალშობილები კი არ დაეღუპათ, არამედ გაუყიდეს.

მაგალითად, ერთმა ქალმა განაცხადა, რომ გააჩინა 52 სანტიმეტრის ბავშვი, ცხედარი კი, რომელიც ანახეს, 47 სანტიმეტრი იყო. სასამართლო განხილვები ამ საქმეებზე სწორედ ახლა მიმდინარეობს. მისი რეზონანსულობის გამო სხდომები დახურულ რეჟიმში ტარდება.

0

ავტორი: