12:31:55     06-09-2012
ცხინვალის რეგიონში მალე მაღალჩინოსანთა თავები დაგორდება
თითქმის ნახევარი წელი გავიდა ცხინვალის რეგიონის ახალი „მთავრობის“ ფორმირებიდან, მაგრამ ოს ექსპერტთა მოსაზრებით, რაიმე პოზიტიურზე საუბარი, ჯერჯერობით, შეუძლებელია. ცხინვალის პურის ქარხნის დირექტორის, ვადიმ ცხოვრებოვის აზრით, ვადიმ ბროვცევის დროს, როცა მარცვლეულზე ექსპორტზე შეზღუდვა დაწესდა, „მთავრობის“ მეთაურთან შეხვედრაც ვერ მოახერხა. ახლა შეხვედრის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ საქმე მაინც წინ ვერ მიდის.
„ეკონომიკის რეალურ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივას, ჯერჯერობით,თითქმის ვერ ვხედავ. ვფიქრობ, საჭიროა არაეფექტური საწარმოების თუნდაც ნაწილობრივ აქციონირება და პრივატიზირება, რათა მოზიდულიქნას ინვესტიციები. დღეისათვის კი არც ერთი სახელმწიფო საწარმოს ხელმძღანელს ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგანაც მათი დაცვის გარანტია არ არსებობს“, – აცხადებს იგი.
მოძრაობა „შენი არჩევანი ოსეთო“–ს ხელმძღვანელს, ალან ჯუსოევს მიაჩნია, რომ „მთავრობაში“ სისტემური შეუთავსებლობებია, რომელიც მათ ძველი ხელისუფლებისგან გადმოეცათ და დღემდე გრძელდება.
„ჯერჯერობით არ ასებობს „სამთავრობო სტრუქტურებში“ უფლებამოსილებათა მკვეთრი გამიჯვნა. არ ასებობს სამუშაოს ამა თუ იმ მონაკვეთზე კონკრეტული პასუხისგებელი ხელმძღვანელი“. მაგალითდ, ცხინვალში კომუნიკაციების მშენებლობაზე შემკვეთად გამოდის „მშენებლობის სამინისტრო“, ხოლო ქალაქისთავი, რომელიც მათ უნდა ემსახურებოდეს და მათი მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის წინაშე უნდა იყოს პასუხისმგებელი, არც შეკვეთის ფორმირებაში და არც ობიექტის ჩაბარებაში არ მონაწილეობს, რაც თავისთავად ცხადია, რომ დიდი აბსურდია.
როგორც ალან ჯუსოევი ირწმუნება, მას ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში მიზნობრივი პროგრამები ჯერ არ უნახავს ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებდა „რესპუბლიკის“ სხვადასხვა რაიონებში კლიმატურ პირობებს უახლოესი სამი წლის მანძილზე.
მიუხედავად იმისა, რომ „მთავრობა“ ახალი დამტკიცებულია, სახელისუფლებო დერეფნებში ხშირად გაისმის ხმები საკადრო გადაადგილებების თაობაზე. ზოგიერთმა თანამდებობის პირმა უკვე მოასწრო დაემკიცებინა ყველასათვის, რომ იქ მისი ადგილი არ არის. ამიტომ, როგორც კარგად ინფორმირებული წყარო იტყობინება, გამორიცხული არ არის ერთ კვირაში მრავალი მაღალჩნოსანი თანამდებობას დაემშვიდობოს. თუმცა ამით არსებული ხარვეზები გამოსწორდება თუ არა, ძნელი სათქმელია.
0