სკანდალი რუსულ ეკლესიაში: დეკანოზმა პენსიონერები ისე სცემა, რომ ქალა-ტვინის ტრავმები მიაღებინა სკანდალი რუსულ ეკლესიაში: დეკანოზმა პენსიონერები ისე სცემა, რომ ქალა-ტვინის ტრავმები მიაღებინა />


  11:09:04     06-09-2012

სკანდალი რუსულ ეკლესიაში: დეკანოზმა პენსიონერები ისე სცემა, რომ ქალა-ტვინის ტრავმები მიაღებინა

a21221.png

 „გინდათ, პოლიცია გამოიძახეთ და გინდათ, „ფსბ“!“  ასე ყვიროდა პეტერბურგის ეპარქიის დეკანოზი სერგეი ფრუნზა მას შემდეგ, რაც ორი პენსიონერი ქალბატონი ისე სცემა, რომ ექიმებმა მათ ქალა-ტვინის ტრავმები და ჰემატომები დაუფიქსირეს.

ახლა აგრესიული დეკანოზის საქმეს ეკლესიაც იძიებს და სამართალდამცველებიც, მაგრამ სასულიერო პირმა აიჩემა, - ბოროტი ძალა შემომისახლდაო და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მის მიმართ, ძნელად სავარაუოდა.

სერგეი ფრუნზამ პენსიონერი დები - ვალნტინა და ალა მას შემდეგ სცემა, რაც მათ ავტომანქანას, თავისი გაკრიალებული წითელი „ჰიუნდაით“ ლამის შეეჯახა, რაზეც ქალები მანქანიდან გადმოვიდნენ და პრეტენზია გამოთქვეს.  66 წლის ვალენტინას სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ დეკანოზმა სახეში გაარტყა.

ახლა მას ტვინის შერყევის გარდა ტუჩებიც დაუსივდა. ექიმებს 3 ნაკერის დადება დასჭირდათ. თანაც ეჭვობენ, რომ ასეთი დაზიანების მიყენება შიშველი ხელით შესაძლებელია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სახეში გარტყმის დროს სერგეი ფრუნზას ხელში მანქანის გასღები ეკავა - სპეციალურად თუ შემთხვევით, არავინ იცის. ვიდრე დეკანოზი ვალენტინას ურტყამდა, მანქანიდან ალაც გადავიდა და მასაც ცხვირში მოხვდა მუშტი.

მართალია, ფრუნზა ირწმუნება, რომ ეშმაკი შეუჯდა, მაგრამ თან ამტკიცებს, რომ ყველაფერი პირიქით მოხდა და მისი ცემა პენსიოერებმა განიზრახეს, თავად კი თავს იცავდა.

სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის ანონიმი წყარო აცხადებს, რომ თუ ფრუნზას ბრალი დადგინდება, მას საეკლესიო სასჯელი მოელის, რაც ნიშნავს, რომ მსახურებას აუკრძალავენ ან „ტაიგაში ან რომელიღაც მონასტერში გაამწესებენ“.

ბოლო პერიოდში სასულიერო პირების მონაწილეობით რუსეთში არაერთი სკანდალი მოხდა. მაგალითად, აგვისტოს შუა რიცხვებში იღუმენმა ტიმოფეიმ, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა საჭესთან ავარია მოახდინა, რამდენიმე დღეში კი კიდევ ერთი სასულიერო პირი ჯიპით ორ ადამიანს დაეჯახა და ორივე მოკლა.

0

ავტორი: