10:54:52     06-09-2012
რუსეთის არმია ჩრდილოეთ კავკასიაში ბრძოლისთვის ემზადება...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში არმიის ჩართვის საკითხს განიხილავს. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა უკვე საუბრობენ, რომ შეიარაღებულ იატაკქვეშეთთან ბრძოლაში მოსკოვს დიდი დანაკარგები აქვს. მხოლოდ აგვისტოს ბოლო კვირის განმავლობაში შეიარაღებულმა პირებმა სამართალდამცავი უწყების 15 ოფიცერი მოკლეს, 11 კი დაჭრეს. რეგიონში უკვე შექმნილი ისეთი ვითარება, რომლის გამოც წლების წინ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
როგორც „ნეზავისიმაია გაზეტას“ ძალოვანი უწყებებიდან წყარომ აცნობა, „თუკი ჩრდილოეთ კავკასიაში თავდასხმები კვლავაც გაგრძელდება, სამხედრო უწყება ბანდიტების განადგურების ოპერაციაში ჩაერთვება და ბოევიკებს გადამწყვეტ პასუხს გასცემს“.
ამ პროცესში თავდაცვის სამინისტრო როლის გააქტიურებაზე მეტყველებს კრემლის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციაც. ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომელიც ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის შემადგენლობას და ანტიტერორისტულ ზომებს განსაზღვრავს. ამ დოკუმენტის თანახმად, კომიტეტში ამიერიდან თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის ხელმძღვანელიც შევლენ.
ჯერჯერობით არ კონკრეტდება, თავდაცვის სამინისტროს რომელი ქვედანაყოფები ჩაერთვებიან ჩრდილოეთ კავკასიის იატაკქვეშეთთან ბრძოლაში, მაგრამ გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ საუბარია გენშტაბის მთავარი სადაზვერვო განყოფილების - „გრუ“-ს სპეცრაზმზე.
ამ ვარაუდს გენერალ-ლეიტენანტი იური ნეტკაჩოვიც ადასტურებს, რომელიც ამიერკავკასიაში რუსეთი ჯარების დაჯგუფეების ხელმზღვანელი იყო და არმიის სპეცრაზმს ამზადებდა.
„არმია, რა თქმა უნდა, განკუთვნილია ძირითადად, საგარეო საფრთხის მოსაგერიებლად, მაგრამ ბოევიკთა აქტიურობა, განსაკუთრებით დაღესტანში, იზრდება და სრულიად შესაძლებელია და სასურველიცაა, რომ მათი განადგურებით, სამართალკდამცველებთან და სპეცსამსახურებთან ერთად არმიის ქვედანაყოფებიც იყვნენ დაკავებულები“ - თვლის ის.
როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ იხსენებს, 1999 წლის აგვისტოდან, როცა საველე მეთაურების შამილ ბასაევისა და ხატაბის რაზმები დაღესტნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სწორედ არმიის ხელმძღვანელობა ახოციელებდა კონტრტერორისტულ ოპერაციას რეგიონში; არმიის დანაყოფები ანადგურებდნენ ბოევიკებს; თავდაცვის სამინისტრომ ჩეჩნეთში 46 სამხედრო კომენდატურაც ჩამოაყალიბა, რომლებიც რესპუბლიკაში ადმინისტრაციულ მმართველობასაც ითავსებდნენ და მხოლოდ 2004 წელს, სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ გადავიდა იატაკქვეშეთთან ბრძოლა შსს-ს ფუნქციებში. 2006 წლიდან, არმიას, დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და ყაბარდო-ბალყარტეთში მხოლოდ ფრაგმენტულად იყენებდნენ.
„ბანდიტური იატაკქვეშეთის აქტივიზება და შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის დანაკარგები მოწმობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში გრძელდება პარტიზანული ომი, რომელიც შორსაა დასრულებისგან. ბოევიკთა განადგურებაში არმიის ქვედანაყოფების ჩართვა, ალბათ, დრობიეთ გააუმჯობესებს სიტუაციას. თუმცა ომის მიზეზები განპირობებულია არა ბოევიკებისგან, არამედ ის სხვადასხვა სახის რელიგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა წინააღმდეგობებში დევს, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობს. ანუ, ამ წინააღმდეგობების გადაჭრა საჭიროა არა იმდენად სამხედრო გზით, არამედ ჰუმანიტარული საშუალებებით“ - თვლის ისტორიულ მეციერებათა დოქტორი ვლადიმერ პოპოვი, რომელიც დიდი ხანია ჩრდილოეთ კავკაიაში კონფქლიტების მიზეზებს იკვლევს.
0