ვამბობთ ბიძინას - ვგულისხმობთ ასლანს... ვამბობთ ბიძინას - ვგულისხმობთ ასლანს... />


  16:59:47     05-09-2012

ვამბობთ ბიძინას - ვგულისხმობთ ასლანს...

a21200.jpg

ბიძინა ივანიშვილი, აქამდე მხოლოდ პუტინს გვაგონებდა. თუმცა მის ფსიქოლოგიურ პორტრეტში თავიდანვე იყო შტრიხები, რომელიც აჭარის ყოფილ ჩია-ტირანს გაახსენებდა კაცს. 

აჭარის „პატარა ლომი დიდი გულით“, ამ ქვეყანაში ერსაც მიავიწყებია და ბერსაც, თორემ, ბიძინა პუტინამდე ასლანს რომ ჰგავს, ამას რად უნდა დიდი ფილოსოფია?

ასლანთან ბიძინას სულიერი ნათესაობის კვანძი ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მურმან დუმბაძე რომ თქვა - ასლან აბაშიძეს ბოდიში უნდა მოვუხადოთო. 

დუმბაძე სასაცილო კაცია, პატარ–პატარა გონებრივი სისუსტეებით, მაგრამ მისი ეს ბოლო განცხადება, მაინც არ ჰგავდა ყველაზე გონებაშეზღუდულის გამოსვლას. დუმბაძემ, აშკარად ბიძინა გაახმოვანა...

თავისი ჭკუით, აჭარლები შეამზადა იმისთვის, რაც მოგვიანებით საზოგადოებამ შეიტყო: ბიძინა ივანიშვილი აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ასლანის მთავრობის პროკურორს, დავით ანანიძეს ასახელებს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია, კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან ბიძინას ფავორიტები არიან: ასლანის პოლიციის უფროსი, ზია საღინაძე, ასლანის მოადგილე, შოთა ზოიძე, ასლანის გარემოს დაცვის მინისტრი, ანზორ თხილიაშვილი...

მოკლედ, გვეგონა „ოცნებებში“ ბიძინა მოდიოდა, თურმე ბიძინაც მოდის და დესერტად ასლანიც მოჰყვება. დაახლოებით ისე - ფარშევანგი მაიონეზით რომ წარმოვიდგინოთ.

„ქართული ოცნება“ და მისი კოალიცია ჭრელკუდა, გაფხორილ ფარშევანგს ჰგავს, რომელიც დროდადრო ისეთ საოცრებებს წამოიკივლებს, რომ ერს შოკში აგდებს. ბიძინასთავიანი ფარშევანგის კუდში სხვებთან ერთად, „რესპუბლიკელებიც“ არიან.

ეს უკანასკნელნი ტყუილად არ გაგვხსენებია. სწორედ, „რესპუბლიკელები“ ამტკიცებდნენ, რომ ასლანის წინააღმდეგ იბრძოდნენ. დრო გავიდა და ქამელეონი, ქამელეონთა შორის, თინიკო ხიდაშელი და მისი ქმარი, ძმები ბერძენიშვილები, ბიძინიზმით დაავადებულნი, ასლანს აღარ ახსენებენ.

ისინი, დღეს, ურცხვად დგანან იმ პლატფორმაზე, რასაც „ასლანისთვის ბოდიშის მოხდა“ და აჭარის ყოფილი ტირანის კლანი ჰქვია. მერამდენედ უნდა დაიწეროს, რომ სადაც ფულია, იქ თინიკოცაა. უსუფაშვილი კი, ცხადია, იქაა, სადაც მისი ცოლი გადაწყვეტს.

ძმებ ბერძენიშვილებზე ვერაფერს ვიტყვით იმაზე მეტს, რაც არაერთხელ უთქვამთ. ყველაზე ყოჩაღად მაინც ნოდარ ნათაძემ თქვა, როცა მას ბერძენიშვილებზე ჰკითხეს, ნათაძემ ანეგდოტი გაიხსენა:

„კაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს. მას აკვიატებული ჰქონდა რომ ნაპოლეონი იყო. ოთახში მასთან ერთად მეორე „ნაპოლენიც“ აღმოჩნდა. დრო რომ გავიდა, ექიმებმა ჩათვალეს რომ კაცი გამოჯანმრთელდა, რადგან, მან თქვა რომ ნაპოლეონი არ არის. „მაშ ვინ ხარ“ - ჩაეძია გახარებული ექიმი. „მე ჟოზეფინა ვარ“ - იყო პაციენტის პასუხი.

ახლა, ბერძენიშვილებიც ჟოზეფინები გახდნენ, მერე რა რომ ადრე „ნაპოლეონობდნენ“ და ასლანს ებრძოდნენ. ...
0

ავტორი: