„ოცნების“  მხარდამჭერები მოქალაქეებს აყაჩაღებენ „ოცნების“ მხარდამჭერები მოქალაქეებს აყაჩაღებენ />


  15:52:47     04-09-2012

„ოცნების“ მხარდამჭერები მოქალაქეებს აყაჩაღებენ

a21171.jpg

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელს სასამართლომ ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისანი-სამგორის რაიონის სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტზე  ბექა ჯიქიძე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჯიქიძემ 2012 წლის 1 სექტემბერს ექვს პირთან ერთად დანის მუქარით მოქალაქე მიშა ქოჩლიშვილს  ფულადი თანხა გასტაცა.

საქმე აღძრულია  სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით. სასამართლომ ბექა ჯიქიძეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაზარალებულის ჩვენებასაც აქვეყნებს, სადაც ქოჩლიშვილი ყვება, რომ ჯიქიძემ, რომელსაც "ქართული ოცნების" მაისური ეცვა, მას დანის მუქარით კუთვნილი თანხა წაართვა.

დაზარალებულის განცხადებით, ეჭვმიტანილი მას ვარკეთილის მეტროსთან შეხვდა. ქოჩლიშვილის განცხადებით, დაკავებულთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ორი პიროვნება. ერთ-ერთ მათგანს ასევე "ქართული ოცნების" მაისური ეცვა. 

პრესა.ჯი ინფორმაციის გადასამოწმებლად „ქართული ოცნების“ პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძეს დაუკავშირდა კითხვით, ირიცხებოდა თუ არა დაკავებული ჯიბლაძე „ქართული ოცნების“ რიგებში რაც პრესსპიკერმა დაადასტურა.

„გუშინ დაკავებიდან 48 საათი იყო გასული მაგრამ მას ბრალი არ ქონდა წაყენებული, რა სახის დანაშაულზეა საუბარი მალე გავეცნობი. ახლა უფრო მინიშვნელოვანი საქმე მაქვს“,- აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

0

ავტორი: